რუსულ-ქართული კონფლიქტის შედეგად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილმა ხანძარმა 700 ჰა ტყის მასივი გაანადგურა.
”ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილმა ხანძარმა 700 ჰა გაანადგურა, სადაც სასიცოცხლო ფუნქცია 140 000 კბმ ხეს შეუწყდა. ”წითელ ნუსხაში” შეყვანილ რამდენიმე სახეობასთან ერთად, მთლიანად განადგურდა კავკასიის ენდემური სახეობა - უთხოვარი, რომელიც მთელი კავკასიის მასშტაბით მხოლოდ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გვხვდება” –განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, დაიწყო ცხოველთა მიგრაცია. კერძოდ, კავკასიური ირემი, შველი, ციყვი, მურა დათვი და კავკასიური გველგესლა, რომლებიც ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ”წითელ ნუსხაშია” შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
|