ანტალიაში რუსეთის მოქალაქეებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა
17:18
თურქეთში, ქალაქ ანტალიაში რუსეთის მოქალაქეებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა, არიან დაშავებულები. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "იტარ-ტასი" ავრცელებს. ავტოკატასტროფის დროს ავტობუსში 36 ადამიანი იმყოფებოდა. დაზარალებულები ანტალიის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. მგზავრების თქმით, ავტობუსი ავარიის მომენტში ნორმალური სიჩქარით მოძრაობდა.