Главная » 2008»სექტემბერი»14 » გროზნოში ერთ-ერთ ქუჩას პერმის ავიაკატასტროფის დროს დაღუპული გმირის გენადი ტროშევის სახელს მიანიჭებენ
გროზნოში ერთ-ერთ ქუჩას პერმის ავიაკატასტროფის დროს დაღუპული გმირის გენადი ტროშევის სახელს მიანიჭებენ
17:19
გროზნოში ერთ-ერთ ქუჩას პერმის ავიაკატასტროფის დროს დაღუპული რუსეთის გმირის, ჩეჩნეთის ომის ვეტერანის გენადი ტროშევის სახელს მიანიჭებენ. ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, "ჩეჩნეთი მწუხარებას გამოთქვამს პერმში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა გამო, რომელთა შორის რესპუბლიკის მკვიდრი გენერალი გენადი ტროშევიც იმყოფებოდა". "დღეს რუსეთმა კიდევ ერთი პატიოსანი, ღირსეული გენერალი, პოლიტიკოსი და პატრიოტი დაკარგა. ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ადამიანის პატივისცემას გამოვხატავთ იმით, რომ ერთ-ერთ ქუჩას გროზნოში, ქალაქში სადაც იგი ცხოვრობდა, მის სახელს ვუწოდებთ", - ნათქვამია კადიროვის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს პერმში მომხდარა ავიაკატასტროფას 88 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის რუსეთის გმირი, ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, გენერალი გენადი ტროშევიც იმყოფებოდა.