პარასკები, 19.04.2024, 04:09
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 14 » მეზობელმა სომხეთმა აშშ-ს საშველად უხმო
მეზობელმა სომხეთმა აშშ-ს საშველად უხმო
01:34
რუსეთი “სტრატეგიული პარტნიორის” - სომხეთის დახმარებას ვეღარ ახერხებს. არადა, საქართველო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების გამო ამ ქვეყნის ეკონომიკას 700 მილიონით უზარალია. კრემლის სტაგნაციით სარგებლობს ვაშინგტონი და სომხებს დახმარების ხელს უწვდის. თეთრი სახლი საქართველოს მეზობლად პოზიციების განმტკიცებას ფულით შეეცდება.

ქართულ-რუსული კონფლიქტის შედეგად სომხეთის ეკონომიკამ წინასწარი მონაცემებით, 680 მილიონი დოლარით იზარალა. ამის შესახებ ჯერ თავად სომხეთშიც არ ჩამოყალიბებულან, მაგრამ, ამერიკაში უკვე გამოუკვლევიათ.

ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ბრედ შერმანმა “საქართველოს კრიზისის შემდეგ აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების” შესახებ კონგრესის საგარეო საქმეთა კომისიის მიერ ორგანიზებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შერმანმა სომხეთისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის აუცილებლობა აღნიშნა.

- “ამით აშშ-ის ადმინისტრაციას კარგი საშუალება ეძლევა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში რეგიონალური თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებში საკუთარი პოლიტიკა განამტკიცოს”, - აღნიშნა მან.

ამერიკელი სენატორის ინიციატივას მყისიერად გამოეხმაურა სხვა ამერიკელი ბობოლა მოხელე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა დაადასტურა, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სომხეთსაც გამოუყოფს დახმარებას, თუმცა მისი ოდენობა დასადგენია.

- “ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სომხეთი დახმარების ნებისმიერ პაკეტში იყოს ჩართული”, - აღნიშნა ფრიდმა.

ამერიკელთა გააქტიურება იმან გამოიწვია, რომ კვირას ამერიკის სომხურმა ასამბლეამ აშშ-ის კონგრესს წერილი გაუგზავნა და სომხეთისთვის დამხმარების პაკეტის გადახედვა მოითხოვა. წერილში აღნიშნული იყო, რომ რუსულ-ქართულმა კრიზისმა არა მარტო საქართველოზე იქონია გავლენა, არამედ სომხეთზეც.

მიუხედავად ამისა, ვაშინგტონის დაჩქარებული ტემპი მაინც გასაკვირია. წერილის გაგზავნიდან მესამე დღეს თეთრი სახლმა დახმარების გამოყოფა დაადასტურა. სომხეთს რუსეთის იმედიც აქვს, მაგრამ მოსკოვს ახლა თავისი თავი გაჭირვებია და არავინ იცის, როდისღა მოიცლის საქართველოს მეზობლისთვის. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი უკვე მეორე დღეა, ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ მედვედევი რუსეთის ეკომონიკის დღევანდელ რთულ სიტუაციას აღიარებს, რუსეთის ბაზარზე მდგომარეობას “სრულიად ნორმალურად” აფასებს და ამტკიცებს, რომ “რუსეთს საკმარისი ეკონომიკური რესურსები გააჩნია, რომელიც ნებისმიერ გამოცდას გაუძლებს”.

მედვედვემა ბოლო პერიოდში “ქვეყნიდან ფულის მხოლოდ გადინებაზეც” გაამახვილა ყურადღება.

- “აგვისტოში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დააფიქსირა კაპიტალის სუფთა გადინება 4,6 მლრდ დოლარის ოდენობით. იგივე მონაცემებს ველოდებით სექტემბერშიც”, - განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ “მიუხედავად ამისა, რუსეთი ინვესტორებისათვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება”.

- “არსებითად გაიზარდა საფონდო ბაზარი და რუსეთის სუვერენულირეიტინგი, გამყარდა საბანკო სისტემა, ეკონომიკის სექტორებმაახალი ინვეტიციები მიიღეს”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება საერთაშორისო ფინანსური ცენტრის საკითხს, მედვედევის თქმით, ის შეიძლება, მოსკოვში უახლოეს წლებში შეიქმნას.

მედვედევის შეფასებით, “არსებული ცენტრები დასმულ ამოცანებთან გამკლავებას ყოველთვის ვერ ახერხებენ და ექმნებათისეთი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად, ინფლაციის ზრდა დაფულის განაღდება”.

- “ამოცანები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს - მხოლოდ ასეთი მიდგომაა საჭირო, რათა რუსეთში უახლოეს წლებში სრულფორმატიანი ფინანსური ცენტრი შეიქმნას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოსკოვის ფინანსურმა ცენტრმა უმსხვილესი საერთაშორისო ფინანსური ცენტრების გვერდით ღირსეული ადგილი დაიკავოს”, - აღნიშნა მედვედევმა და დასძინა, რომ “ეს ცენტრი მომავალში, შესაძლოა, გახდეს მსხვილი და უნივერსალური არეალი რეგიონში”.

ვაშინგტონმა მედვედევის ოპტიმიზმი მაშინვე გაქაარწყლა. ალასკის შტატის გუბერნატორის და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, სარა პეილინის განცხადებით, თუ რუსეთი საქართველოზე ზეწოლას გააგრძელებს, ვაშინგტონი მოსკოვს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

მისი თქმით, აშშ დაინტერესებულია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებაში, მაგრამ ვაშინგტონი ვერ მოითმენს იმას, რაც რუსეთმა დემოკრატიულ საქართველოში ჩაიდინა.

პეილინის აზრით, აშშ-ს რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხში მხარი მოკავშირეებმაც უნდა დაუჭირონ და პარალელურად, უნდა დაჩქარდეს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი.

Просмотров: 867 | Добавил: admin | Рейтинг: 5.0/1 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz