კვირა, 15.12.2019, 11:32
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 14 » სერჟ სარქისიანი: სომხეთი უნდა ასრულებდეს მეზობლის და სტრატეგიული პარტნიორის ვალდებულებებს, როგორც რუსეთთან, ისე - საქართველოსთან
სერჟ სარქისიანი: სომხეთი უნდა ასრულებდეს მეზობლის და სტრატეგიული პარტნიორის ვალდებულებებს, როგორც რუსეთთან, ისე - საქართველოსთან
01:36
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ სომხეთი უნდა ასრულებდეს მეზობლის და სტრატეგიული პარტნიორის ვალდებულებებს, როგორც რუსეთთან, ასევე საქართველოსთან მიმართებაში, - იუწყება სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი.

- ”ჩვენ უნდა ვასრულებდეთ ჩვენს ვალდებულებებს მეზობლებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ვფიქრობ, ყველამ, ვინც ადევნებდა თვალს ჩვენს მოქმედებებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს, უნდა აღნიშნოს, რომ გულწრფელნი და სამართლიანები ვიყავით. ასე იყო ყოველთვის, ასე არის ახლა და, დარწმუნებული ვარ, ხვალაც ასე იქნება”, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო საქართველო - მეზობელი ათასწლეულების განმავლობაში.

სარქისიანის განცხადებით, ყველაფერ ამაზე რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს სოჭში ესაუბრა, უახლოეს მომავალში კი, საქართველოში ჩასვლას და ქვეყნის პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს.

Просмотров: 624 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2019
Website builder - uCoz