ორშაბათი, 30.12.2024, 17:21
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 14 » ჰააგაში საქართველოს დამარცხება მხოლოდ საქართველოს შეუძლია
ჰააგაში საქართველოს დამარცხება მხოლოდ საქართველოს შეუძლია
21:44
რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღდეგ დიპლომატიურის გარდა სამართლებრივად ბრძოლა ქართულმა მხარემ პირველივე დღეებიდან დაიწყო და ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

სარჩელში ოფიციალური თბილისი რუსეთის ფედერაციას ადანაშაულებს 1990-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერაში. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სარჩელი ეფუძნება ”რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” 1965 წლის საერთაშორისო კონვენციას, რომლის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ როგორც საქართველო, ისე - რუსეთის ფედერაცია.

როგორც იუსტიციის მინისტრი ნიკოლოზ გვარამია აცხადებს, აგვისტოს დასაწყისში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა შეიარაღებულმა თავდასხმამ და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გავხორციელებულმა ეთნიკური წმენდის ახალმა ტალღამ აღნიშნული სარჩელის მომზადება და სასამართლოში შეტანის პროცესი დააჩქარა.

საქართველოს ხელისუფლების სარჩელის განხილვა ჰააგის სასამართლომ თითქმის ერთი თვის ვადაში 8 სექტემბერს დაიწყო და ქართულ მხარეს საკუთარი არგუმენტების წარსადგენად სამი საათი დაუთმეს. სარჩელთან ერთად ჰააგაში ქართულმა მხარემ შიატანა მოთხოვნა, რუსეთისათვის დროებითი ღონისძიებების დაკისრების შესახებ.

პროფესიონალი ადვოკატების მიერ მტკიცებულებების სათანადოდ წარმოდგენის შემთხვევაში ამ სასამართლო პროცესის მოგების იმედი ქართულ ოპოზიციასაც აქვს. რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი იმედოვნებს, რომ ქართულმა მხარემ ახლა მაინც მოახერხა და შეაგროვა ყველა საჭირო მტკიცებულება, რადგან ის აგრესია, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა მისი აზრით, ქართულ მხარეს გამარჯვების სერიოზულ თორიულ შანსს აძლევს.

- ”ჰააგის საერთაშორისო სასამართლო არ არის იუსტიციის ყოფილი მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის დროინდელი სასამართლო, სადაც პროცესის მოგება გავლენებით და ჩაწყობებით ხედბოდა. ჰააგაში მხარეები იმარჯვებენ ერთადერთ შემთხვევაში - თუ მყარი მტკიცებულებები აქვთ წარმოდგენილი”, - აცხადებს ხიდაშელი და დასძენს, რომ თუ ამ პროცესს საქართველო წააგებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ არაკომპეტენტურობის ბრალი იქნება.

მისი აზრით ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც ამ სასამართლომ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ გამოიტანოს, არის საქართველოზე მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება. რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკურ იმიჯს, ხიდაშელს მიაჩნია, რომ მას უკვე აღარაფერი უშველის.

რუსეთისათვის ფინანსური ვალდებულებების დაკისრების აუცილებლობაზე რუსი პოლიტოლოგებიც საუბრობენ და ხელისუფლებისაგან კატეგორიულად მოითხოვენ, გაიღონ თანხა რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დანგრეული ქართული სოფლების აღსადგენად, - ამის შესახებ ”პრესა.გე”-ს ქართველმა პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა განუცხადა.

მისი აზრით, ერთადერთი სიკეთე, რასაც ჰააგიდან უნდა ველოდოთ, ოფიციალური მოსკოვსათვის ფინანსური ზარალის ანაძღაურების დაკისრებაა, რადგან სხვა მხრივ რუსეთის სასამართლოებით დასჯა წარმოუდგენელია.

- ”რუსეთი ვერ დასაჯა ამერიკამ და ევროკავშირმა და მას ვერც რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია დასჯის, მითუმეტეს, რომ მოსკოვს ცხინვალის ომში თავის სამართლებელი გარკვეული არგუმენტი აქვს და არ მგონია, რომ ჰააგის სასამართლომ ისე ივაჟკაცოს, რომ თავის სტატუსს გადაახტეს და მოითხოვოს რუსეთის ფედერაციის მიმართ სამართლებრივი სანქციების განხორციელება”, - მიაჩნია ჰამლეტ ჭიპაშვილს.

ქართველი ექსპერტი სკეპტიკურად არის განწყობილი ჰააგის სასამრთლო პროცესის მიმართ და მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ იცნობს ამ სასამართლოს პრინციპებს: ”თქვან თუნდაც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ჰააგის სასამართლომ რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიიღო და რა მექანიზმი გამოიყენა იმისათვის, რომ დაესაჯა ეს სახელმწიფო”.

მისი აზრით, ჰააგაში სარჩელის შეტანაზე გაცილებით უკეთესი იქნებოდა საქართველოს მთავრობას რუსეთის ხელისუფლების მისამართით ნაკლები ლანძღვა-გინება გამოეთქვა და საკუთარი თავისათვის კრიტიკულად მიეხედა.

- ”მოგეხსენებათ, ყველა ომი მთავრდება დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებით. ამას წინათ ვკითხულობდი ერთ-ერთ ინგლისურ გაზეთში იმის ანალიზს, თუ რამ გამოიწვია ჩვენი შეჭრა ცხინვალში. თუ ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკელთა უპირობო დახმარებით დაიმედება, მაშინ ამაზე პასუხი უნდა აგონ ამერიკელებმა, მაგრამ, ბოლო ხანებში ამერიკელი დიპლომატებისაგან არაერთხელ გამიგონია - აშშ არაფერ შუაშიაო. მე კი წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ სააკაშვილი ვაშინგტონთან შეუთანხმებლად გადადგამდა ნაბიჯს, მაგრამ როგორც ჩანს ამჯერად ამერიკას სურს რატომღაც ხელი საქართველოს შეახოცოს,” - აცხადებს ჰამლეტ ჭიპაშვილი.

მისივე თქმით, 1992 წელს, როდესაც ”ედუარდ შევარდნაძე შევარდა აფხაზეთში და ფაქტობრივად დავკარგეთ ტერიტორია, არც ერთ ქართველს არ მოსვლია თავში აზრად, სერიოზულად გაეანალიზებინა მოვლენები. პირიქით, შევარდნაძესთან ერთად გაისმოდა გამუდმებული თავისმართლება - ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩაგვითრიესო. როგორი საქმეა, შევარდნაძეს რომ ჩაითრევდნენ გამოცდილს დიპლომატიურ თამაშებში?!”

ქართული მხარის ინტერესებს ჰააგის სასამართლოზე უცხოელი ადვოკატები იცავენ, რომლებმაც სასამართლოს უკვე წარუდგინეს სატელიტებიდან მიღებული ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს თუ რუსეთი როგორ ბომბავდა ქართულ სოფლებს და გამორჩეულად ქართველთა სახლებს, როგორ ძარცვავდნენ მოროდიორები.

ქართული მხარის არგუმენტები ჰააგის სასმართლომ უკვე მოისმინა, რუსეთის წარმომადგენელმაც უპასუხა ბრალდებებს, ამჟმად კი ქართული საზოგადოება გადაწყვეტილების მოლოდინშია.

იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ ჰააგა თბილისის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს და რუსეთის ფედერაციას დაეკისრება ვალდებულება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ქართველების ეთნიკური წმენდა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია.

Просмотров: 896 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz