Главная » 2008»სექტემბერი»14 » მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობის შენარჩუნებას სთხოვს
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობის შენარჩუნებას სთხოვს
01:38
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სპექტრს ერთიანობისთვის მადლობას უხდის და ამ ერთიანობის შენარჩუნებას სთხოვს. "მთელი ამ დროის განმავლობაში პოლიტიკურმა ძალებმა ერთად ვიბრძოლეთ, რომ დაგვეცვა საქართველო აგრესიისგან. როგორც შევიკარით ერთ მუშტად, როცა ეს ქვეყანას სჭირდებოდა, გადავდეთ გვერდზე აზრთა სხვადასხვაობა სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ისე უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა დღესაც, რადგან ახლა ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე კიდევ უფრო დიდი და მნიშვენოლოვანი გამოწვევებია" - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას.