Главная » 2008»სექტემბერი»14 » 1 ოქტომბრიდან საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავენ
1 ოქტომბრიდან საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავენ
01:36
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა მთელი საქართველოს ტერიტორია უნდა მოიცვან, ადგილზე გააკეთონ შესაბამისი შეფასება და გაწიონ მონიტორინგი. ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი დადებითად აფასებს და მას ”ძალიან მყარს” უწოდებს. ”ევროკავშირის თავჯდომარის მიერ ცალსახად იქნა ნათქვამი, რომ ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ მთელი ტერიტორიას არ მოიცავენ დამკვირვებლები, პროცესი უნდა წარიმართოს ისე, რომ ექვს-პუნქტიანი შეთანხმება სრულად შესრულდეს, სწორედ ამას დააკვირდებიან მონიტორები, რაც გულისხმობს, რუსეთის საოკუპაციო ფორმირებებმა, რომელიც 7 აგვისტოდან შემოვიდნენ, უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორია,” - აცხადებს ტყეშელაშვილი.