Главная » 2008»სექტემბერი»14 » საქართველომ რუსეთში ბოლოდროინდელი მოვლენების დროს შეწყვეტილი ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა
საქართველომ რუსეთში ბოლოდროინდელი მოვლენების დროს შეწყვეტილი ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა
19:32
საქართველომ რუსეთში ბოლოდროინდელი მოვლენების დროს შეწყვეტილი ელექტროენერგიის ექსპორტი განაახლა. ამ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ქართული კომპანია "ESCO"-ზე დაყრდნობით ავრცელებს. "ელექტროენერგიის მიწოდება რუსული მხარის თხოვნის საფუძველზე აღდგა, დღე-ღამეში 1 მლნ კვტ/სთ ელეტროენერგიის მიწოდება ხდება და შეთანხმების თანახმად, ეს განხორციელდება იქამდე, ვიდრე ამის აუცილებლობა იქნება", - აცხადებენ კომპანიაში. ელექტროენერგიის ექსპორტი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით "სალხინო" აფხაზეთის ტერიტორიიდან კრასნოდარის მხარეში განხორციელდება.