Главная » 2008»სექტემბერი»23 » მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ომის გამომწვევი მიზეზების დასადგენად საერთაშორისო საზოგადოებასთან ითანამშრომლოს
მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ომის გამომწვევი მიზეზების დასადგენად საერთაშორისო საზოგადოებასთან ითანამშრომლოს
16:20
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ”გამჭვირვალეობა ქვეყნის შიგნით და იმის გაგება, თუ როგორ დაიწყო ომი, რუსულ აგრესიაზე საპასუხოდ ორი ძირითადი ელემენტი უნდა იყოს”.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკული გამოცემა ”Washington Post” -ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ”მე მზად ვარ, ომის გამომწვევი მიზეზების დასადგენად საერთაშორისო საზოგადოებასთან ვითანამშრომლო”, - განაცხადა სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ”საინტერესოა, რუსეთს თუ სურს იგივეს გაკეთება?!”.