პარასკები, 26.04.2024, 07:30
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 23 » კახელები პრობლემებს ვეღარ უმკლავდებიან
კახელები პრობლემებს ვეღარ უმკლავდებიან
19:17
კახელებისათვის 2008 წლის შემოდგომა პრობლემების მოზღვავებით აღინიშნება. არ არსებობს რაიონი და რეგიონი, სადაც მოსახლეობა სერიოზულ პრობლემებს არ აწყდებოდეს. უმთავრესი თავსატეხი რთველია, ამას ემატები სტიქია, უწყლობა, კერძო მესაკუთრის უფლებების შელახვა და მრავალი სხვა.

თუ რამდენად დააზარალა კახეთი უეცრად მოვარდნილმა სტიქიამ ჯერ ცნობილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კახეთში 135-140 ათასი ტონა ყურძენი უკვე ვეღარ მოიკრიფება. რეგიონში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია კი უკვე შეიქმნა. კომისია ახალო მომავალში ცენტრალურ ხელისუფლებას კახეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობას წარუდგენს.

წინა კვირის ბოლოს წვიმა და სეტყვა თელავის, ყვარლისა და საგარეჯოს რაიონებს უშენდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზარალი სოფლებს: გრემს, შილდას, ენისელსა და საბუეს მიადგა.

ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში ყურძნის მოსავლის 100 პროცენტი თითქმის განადგურებულია, იგივე მდგომარეობაა სოფელ შილდასა და საბუეშიც. ასევე, დასეტყვილია თელავის რაიონის სოფლებიც - წინანდალი, ქვემო ხოდაშენი და ბუშეტი. აქ ვენახების მხოლოდ 60 პროცენტია გაფუჭებული.

თითქოს სტიქია არ კმაროდეს, კახეთში ხელოვნური პრობლმებიც მრავლად იქმნება. ამის ნათელი მაგალია ყბადაღებული სიღნაღის რეაბილიტაცია. ნაჩქარევად და ფაციფუცით გაკეთებული სარემონტო სამუშაოებით მოსახლეობა დღემდე უკმაყოფილოა.

მართალია, ქალაქის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დიდი ხნის დასრულებულია, მაგრამ ამ დრომდე სიღნაღში კვლავ ბევრი დაუსრულებელი და მიტოვებული სამშენებლო ობიექტია.

ვასილ ნადირაშვილი, რომელიც სიღნაღში რუსთაველის N33 ცხოვრობს აცხადებს, რომ მისი სახლი რეაბილიტაციის შემდეგ კატასტროფულ მდგომარეობაში, მშენებლების დაუდევრობითა და სამშენებლო კომპანიის გულგრილობით აღმოჩნდა.

- “ჩემს სახლს ე.წ. ცინკის სახურავი ჰქონდა. რეაბილიტაციის დროს კი მშენებლებმა მოხადეს და კრამიტით გადახურეს, ამის შემდეგ რამდენი წვიმა მოდის სახლში, წყალი ჩამომდის. დახმარებისთვის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობას ერთი კვირის წინ მივმართე, თუმცა პრობლემით ჯერ არავინ დაინტერესებულა”, - აცხადებს სიღნაღელი ვასილ ნადირაშვილი.

მისივე თქმით, ოჯახი ჯერ კიდევ ელოდება რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის და სპეციალური სამსახურების რეაგირებას და თუ ყურადღებას არავინ მიაქცევს სამშენებლო კომპანია “თბილისის” წინააღმდეგ (რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა) უკვე სარჩელს სასამართლოში შეიტანს.

თუკი სიღნაღელებს ჭერიდან წყალი ჩამოსდით, იგივე შემადგენლობის სითხე სანატრელი აქვთ თელაველებს. თელავის დიდ ნაწილს წყალი გრაფიკით, ნაწილს კი თვეების განმავლობაში საერთოდ არ მიეწოდება. რადიო “ჰერეთის” ცნობით, წყალი საცხოვრებელი კორპუსების მაღალ სართულებზე საერთოდ ვერ ადის, ამიტომ მისი სახლებში მიტანა კილომეტრებიდან უწევთ.

უწყლოობით შეწუხებული თელაველები, მათივე თქმით, წყალკანალში ხშირად რეკავენ, თუმცა მათი პრობლემებით თავს არავინ იტკივებს. მოსახლეობა ჩივის, რომ წყალკანალის ხელმძღვანელობას აბონენტები მაშინ ახსენდება, როცა ფულის გადახდის პერიოდი დგება.

პრობლემასთან დაკავშირებით კომენტარი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გააკეთა. ზურაბ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ წყლის პრობლემა ქალაქში რამდენიმე წელში მოგვარდება.

Просмотров: 857 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz