ე.წ. აფხაზეთის შეიარაღებული ძალების დე ფაქტო გენერალური შტაბის უფროსის ანატოლი ზაიცევის განცხადებით, “ობიექტი, რომელიც სამშაბათს სოხუმის თავზე შენიშნეს, სამხედრო თვითმფრინავი არ ყოფილა”.
“აფხაზეთის თავზე გადაიფრინა თანამგზავრმა, რომელიც ქალაქის მაცხოვრებლებმა მფრინავ აპარატად აღიქვეს. მათ თანამგზავრის ანარეკლი დაინახეს”, - განმარტა ზაიცევმა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ობიექტი სოხუმის თავზე ზღვის მხრიდან წითელ ლაქად გამოჩნდა, შემდეგ ქალაქის დასავლეთ ნაწილში გადაადგილდა და თანდათან გაუჩინარდა.
“მისგან გარკვეული ყვითელი სხივები და განათება მოდიოდა და ამის გამო ტელეფონზე მისი დაფიქსირება ვერ მოხერხდა”, - აცხადებენ თვითმხილვევლები.
აფაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო ეკოლოგიური სამსახურის უფროსის ვარაუდით, ეს შეიძლება, ატმოსფერული მოვლენა ყოფილიყო, რომელიც ხშირად შეიმჩნევა სხვადასხვა ქვეყნებში.
|