შაბათი, 21.12.2024, 14:37
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » სექტემბერი » 5 » სავალუტო ფონდი საქართველოს 750 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს
სავალუტო ფონდი საქართველოს 750 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს
00:23

სავალუტო ფონდი საქართველოსთვის გამონაკლისს დაუშვებს და, ნაცვლად გათვალისწინებული 250-მილიონიანი კვოტისა, ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას 750 მლნ აშშ დოლარით დაუჭერს მხარს.
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

შარაშიძის განმარტებით, თანხა მზადყოფნის რეჟიმში იქნება და საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებს.

რაც შეეხება აშშ-ის ფინანსურ დახმარებას, თანხა მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იქნება. შარაშიძის თქმით, თანხა ჰუმანიტარულ დახმარებაზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ასევე, მათი სახლების აღდგენისთვის იქნება გამოყენებული.

"პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა", - განაცხადა შარაშიძემ.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ საქართველოს ევროპის ქვეყნებიც – პოლონეთი, ბალტიისპირეთი, გერმანია, საფრანგეთი და დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოები.

ეკატერინე შარაშიძის განცხადებით, საქართველო არის ცივილიზებული ქვეყანა და არ იქნება დისკრიმინაციული არც რუსეთის მოქალაქეების და არც საქართველოში მოქმედი რუსული კომპანიების მიმართ.
"ჩვენ არ ვმოქმედებთ, როგორც რუსეთი", - დასძინა შარაშიძემ.

Просмотров: 1364 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz