Главная » 2008»სექტემბერი»5 » რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შესაძლოა, უახლოეს მომავალში სამართლებრივი პრობლემები შეექმნათ
რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შესაძლოა, უახლოეს მომავალში სამართლებრივი პრობლემები შეექმნათ
00:36
მოძრაობა "ნაროდნი სობორი" რუსეთის ხელისუფლებას რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების მიმართ რიგი ღონისძიებების გატარებას სთავაზობს. მოძრაობის მიერ ხელისუფლებისადმი გაგზავნილ მიმართვაში "ნაროდნი სობორი" ყურადღებას რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაზე, უცხოელთა საქმიანობაზე და მათ მიერ საქართველოში გადარიცხული თანხების ოდენობაზე ამახვილებს. "დროა, რუსეთის ხელისუფლებამ დღის წესრიგში დააყენოს რუსეთში ამ ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე ასიათასობით ქართველის ცხოვრების საკითხი. ქართველები აქ სამუშაოდ ჩამოდიან და სამშობლოში ყოველწლიურად საშუალოდ 1,2 - 2 მილიარდ დოლარს აგზავნიან, რაც საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით 20%-ს შეადგენს", - აცხადებენ "სობორის" წევრები. მათივე შეფასებით, რუსეთში მცხოვრები ქართველების ეს ქმედება "სხვა არაფერია, თუ არა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ფარული მხარდაჭერა". მოძრაობა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, გადაამოწმოს რუსეთში ქართველების ცხოვრების ლეგალურობა, გამოიძიოს მათი საქმიანობა, შესაძლო კრიმინალური წარსული და ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები; გადამოწმდეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ქართველებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების კანონიერების საკითხი და დაისაჯონ თანამდებობის ის პირები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მათ არაკანონიერ ლეგალიზაციას რუსეთის ფედერაციაში; გადაიხედოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან მიმართებაში რუსეთში არსებული ქართული ორგანიზაციებისა და ბიზნესგაერთიანებების პოზიციები და მოქმედებები და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მათი არსებობის საკითხი.