Главная » 2008»სექტემბერი»5 » რუსი ოკუპანტები გალისა და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე "აფხაზეთის დამოუკიდებლობის სიმბოლოს" აშენებენ
რუსი ოკუპანტები გალისა და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე "აფხაზეთის დამოუკიდებლობის სიმბოლოს" აშენებენ
00:37
რუსი ოკუპანტები გალისა და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე 3 მეტრის სიმაღლის კედელის აშენებას აპირებენ. ამის შესახებ "პირველს" "აფხაზეთის მედია - ცენტრიდან" აცნობეს. მისი ინფორმაციით, კედლის მშენებლობა ადმინისტრაციული საზღვრის მთელს პერიმეტრზე იგეგმება და იგი აფხაზეთის დამოუკიდებლობის სიმბოლო იქნება. მშენებლობის პროცესი ჯერ არ დაწყებულა და ამ ეტაპზე მისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. რუს ოკუპანტებს კედლის აგებისთვის საჭირო სამშენებლო მასალა ადგილზე რუსული სამხედრო ტექნიკით გადააქვთ.