Главная » 2008»სექტემბერი»5 » იორგი გამსახურდია დარწმუნებულია, რომ ცოტნე გამსახურდია საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს
იორგი გამსახურდია დარწმუნებულია, რომ ცოტნე გამსახურდია საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს
00:37
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი გამსახურდია დარწმუნებულია, რომ მისი ძმა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს. "ცოტნე სამშობლოში სწორედ იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებულ საქმეს ნათელი მოჰფინოს და საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. მისთვის დეტალები არ მიკითხავს, თუმცა ცოტნეს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და იმისკენ არის მიმართული, რომ ამ საქმეს ნათელი მოჰფინოს", - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას. შეგახსნებეთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟს ცოტნე გამსახურდიას დღეს ჯაშუშობასა და კონსტიტუციური წყობილების დასამხობად შეთქმულების მზადებაში ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. როგორც "პირველს" გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე და 315-ე მუხლებით წარედგინა, რომლებიც საკმაოდ მძიმე დანაშაულს ითვალისწინებს. გამსახურდიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ განიხილავს. ცოტნე გამსახურდია კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ამჟამად გამსახურდია ე.წ. მოდულის შენობაში დროებითი მოთავსების იზოლატორშია.