Главная » 2008»სექტემბერი»5 » ახალგორის რაიონიდან დევნილი მოსახლეობა წყნეთის 137-ე საჯარო სკოლის შენობიდან გააძევეს
ახალგორის რაიონიდან დევნილი მოსახლეობა წყნეთის 137-ე საჯარო სკოლის შენობიდან გააძევეს
00:39
ახალგორის რაიონიდან დევნილი მოსახლეობა წყნეთის 137-ე საჯარო სკოლის შენობიდან გააძევეს. დევნილები ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილი და საკითხის გარკვევის მიზნით უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. საპროტესტო აქციაში 30-ზე მეტი ახალგორელი მონაწილეობს. მათი განცხადებით, სკოლის შენობაში 65 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის - მცირეწლოვანი ბავშვები. დღეს მათთან მოულოდნელად 137-ე საჯარო სკოლის დირექტორი მივიდა და შენობა დაატოვებინა.