შაბათი, 21.12.2024, 14:38
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 5 » პეტრე ცისკარიშვილი: "ქარტია პოლიტიკურ სპექტრს ქვეყნის ძირეულ ინტერესებთან დაკავშირებული პრინციპების გარშემო გააერთიანებს"
პეტრე ცისკარიშვილი: "ქარტია პოლიტიკურ სპექტრს ქვეყნის ძირეულ ინტერესებთან დაკავშირებული პრინციპების გარშემო გააერთიანებს"
00:39
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, "ერთიანი ქარტია" ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს საქართველოს ძირეულ ინტერესებთან დაკავშირებული პრინციპებისა და ღირებულებების გარშემო გააერთიანებს. "პრინციპები, რომლის გარშემოც პოლიტიკური ძალები უნდა გაერთიანდნენ, საქართველოს ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას, მომავლის გამოწვევებს უკავშირდება. რუსეთმა, ჩვენმა ღია და დაუფარავმა მტერმა ვერ უნდა შექმნას საქართველოში ნიადაგი საკუთარი ინტერესების გასატარებლად - მეხუთე კოლონა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით ქართული სახელმწიფოებრიობის ინტერესებს გაყიდის და მტრის ნებას გაატარებს" – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ცისკარიშვილმა. მისივე თქმით, ქარტიაში გაერთიანდებიან ყველა ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ამ პრინციპებს დაეთანხმებიან და მზად იქნებიან, სამომავლოდ მათ განუხრელად დასაცავად. "მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ გუნდებს შორის ერთიანი დოკუმენტის შემუშავების მიზნით კონსულტაციები უკვე დაწყებულია, მოგვიანებით კი გაირკვევა, როდის და ვის მიერ მოხდება აღნიშნული დოკუმეტის ხელმოწერა. ქარტიის გაფორმების შემდეგ შესაძლებელი იქნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სხვა ფორმატში თანამშრომლობაც, იქნება ეს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული საბჭო, თუ სხვა" - დასძინა ცისკარიშვილმა.
Просмотров: 832 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz