პარასკები, 26.04.2024, 22:08
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 15 » ქართული ”ბიძოლოგიის” ტრანსვერსალურობა
ქართული ”ბიძოლოგიის” ტრანსვერსალურობა
15:48
ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ბევრ ისეთ უცნაურობას შეხვდებით, რაც ადრე შეიძლება ვერც კი წარმოგედგინათ. განსაკუთრებულად საინტერსეოა საავტორო ვებ-გვერდები, ე.წ. ბლოგები, სადაც ამ გვერდების მფლობელები პირადი დღიურებიდან დაწყებული და ფოტოებით დამთავრებული, უამრავ რამეს ათავსებენ.

თუმცა საიტზე, რომელზეც უნდა გიამბოთ, ვერც ჩანახატებს ნახავთ და ვერც ლამაზ-ლამაზ ფოტოსურათებს. ვებ გვერდზე http://www.offtopikashvili.com არც მეტი, არც ნაკლები, სოფელ რუისის მკვიდრ პროფესორ ოფტოპიკაშვილსა და მის ”ბიძოლოგიურ კვლევებს” ეძღვნება.

სიტყვა ”ბიძოლოგია” რა თქმა უნდა ბევრს არაფერს არ გვეუბნება, მაგრამ როდესაც ”ბიძოლოგიის კორიფეების” ნააზრევს გავეცნობით, ადვილად მივხვდებით, რომ რაღაცაში ყველანი ”ბიძოლოგები” ვართ.

საიტის შემქმნელები აი როგორ განმარტავენ ამ მცნებას: ”ბიძები, ერთი შეხედვით, მარტივად ამოსაცნობი კატეგორია, არცთუ ადვილად დახარისხებადი ერთეულია. ანუ რას ვგულისხმობ: ბიძა არის ”ტრანსვერსალური” სოციალური კატეგორია.

ბიძა შეიძლება იყოს მასწავლებელი, მეცნიერ-მუშაკი, მზარეული, მძღოლი (ეს ორი უკანასკნელი, თავად ბიძების მიერ მოიხსენიება როგორც ”პოვარი” და ”შოფერი”). ანუ, ბიძა არის ფენომენი, რომელიც არ შემოიფარგლება ერთი სოციალური კატეგორიით, არც განათლების დონით, არც წარმომავლობით. ამდენად, ძნელია ბიძის, როგორც ცნების ჩამოყალიბება სალექსიკონოდ.

ამ მოვლენის არსს რომ ჩავწვდეთ, მისი ყოფის, მისი შეხედულებების ერთობლივი ნახაზი უნდა წარმოვიდგინოთ თვალწინ. სწორედ ესაა საოცარი! ბიძობა სეგრეგაციას და დისკრიმიანციას ვერ იტანს და საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენელ ყველა ბიძას აქვს ყოფისა და ქცევის ერთი და იგივე კოდები! რა თქმა უნდა, მცირე განსხვავებებს აქვს ადგილი.

მაგალითად, შოფრებს შეიძლება ჰქონდეთ ნეკა თითზე ფრჩხილი მოზრდილი. ამ გამონაზარდის ფუნქციებიდან, მკითხველის შეცბუნების თავიდან აცილების მიზნით, მხოლოდ სანოვაგეზე მარილის მოყრას დავასახელებთ. ბიძას უყვარს ისეთი ადგილები, როგორიცაა სკვერები, სადაც ის, სხვა ბიძებთან ერთად თამაშობს ჭადრაკს, დომინოს, ნარდს და საუბრობს ფეხბურთზე. ყველა ბიძის საყვარელი ფეხბურთელები არიან მიშა მესხი და სლავა მეტრეველი. შემდეგ მოდიან (არა კლებადი წესით, აღრეულად): სიომა ბარქაია, ჟორა სიჭინავა და პუშკაში.

ბიძები და ”მორფინისტები”
ბიძებს არ უყვართ არც მორფინისტები და არც ”ბალახის” მწეველები. ზოგი ბიძისათვის ეგ საერთოდ ერთი და იგივეა. მახსოვს ერთი ბიძა იყო ბესარიონიჩი…

ერთ საღამოს კლუბში შემოვიდა ბესარიონიჩი, ძალიან დამწუხრებული სახით. ”რა არის ბესარიონიჩ რა გჭირს” იკითხეს მალადოი ბიძებმა. ”რა მჭირს კი არა და ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი დღეს, სანზონაში ვიყავით მე და იზო, ქვისლს პატარა სუფრა ჰქონდა გაშლილი. უკან რომ ვბუნდებოდი სადარბაზოში ისეთი რამე ვნახე ნეტავ არ მენახა საერთოდ. ისხდნენ ეს პატარა ლაწირაკი მარფინისტები და მორფს სვამდნენ ბანკებით” (მე კი მივხვდი ეხლა რომ ლაწირაკებს მანაგუა ჰქონდათ მოხარშული მაგრამ ბესარიონიჩს მაგას ვეღარ აუხსნიდი).

ამ ამბავმა სერიოზულად ჩააფიქრა ბიძები. გივიმ მრისხანედ განაცხადა: ”აი ჩემმა ბიჭმა რომ მაგი გააკეთოს, არც ინსტიტუტში მოვაწყობ და არც მანქანას ვუყიდი, მერე ვნახოთ ერთი რას იზამს” (ზოგი ბიძისათვის ბიჭის ინსტიტუტში მოწყობა შვილის სწორ გზაზე დაყენებას ნიშნავს).

ბიძა პანაშვიდზე ანუ ბიძური მოხერხებულობა
(დაუმთავრებელი სამეცნიერო ნაშრომიდან ბიძოლოგიაზე თავი 5 პარაგრაფი - 6).

ერთი ბიძა ძმაკაცებთან ქეიფობდა სახინკლეში. უცებ გაახსენდა რომ პანაშვიდზე იყო წასასვლელი. ბიძამ მიცვალებულის სახელიც კი არ იცოდა და საერთოდ მაგარი შორეული ნათესავის ბაბუის ძმის მეგობრის ვიღაცა იყო, მაგრამ მიუსვლელობა არ გამოვიდოდა და ბიძური კოდექსის უხეში დარღვევა იქნებოდა. ბიჭებს დაემშვიდობა და სასწრაფოდ გამოვარდა სახინკლიდან.

ლიფტი არ მუშაობდა და გაჭირვებით აბობღდა 12 სართულზე. პანაშვიდის ოფიციალური დრო უკვე დამთავრებული იყო და კარები ნახევრად მიხურული იყო. ბიძა მაგარი ჩაფიქრებული იყო სულ სხვა რამეებზე ფიქრობდა და იმის მაგივრად კარებში შესულიყო ავტომატურად ზარის ღილაკს დააჭირა ხელი. მოკლედ ასე ფიქრებში გაპარული 5 წუთი დგას და ზარიდან ხელს არ უშვებს. უცებ ელდა ეცა გაახსენდა რომ პანაშვიდზე იყო მისული. ამ დროს კარებიც გამოაღო ჭირისუფალმა და შეწუხებული სახით გამოხედა ბიძას.

ჭირისუფალს შუბლზე ეწერა ”პანაშვიდზე კარებს ვინ კეტავს შე რეგვენო რა ჩამოიღე ეს კარები”. მაგრამ ბიძა რის ბიძაა თუ ”მამენტალნა” გამოსავალი არ მონახა. ქუდი უცბად მოიძრო , გულზე ხელი მოიკიდა (ვითომ ცუდად გახდა) და ნახევრად ამტირალებული ხმით რაც ძალა და ღონე ჰქონდა შეჰყვირა: ”იმან გამიღოს, იმაააან! სანამ ის არ გამიღებს კარებს მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი!”

ატირდნენ ჭირისუფლები, შეხედე როგორ განიცდის კაციო. ბიძას სახლში შეაყვანეს სკამზე დასვეს და მოასულიერეს. იმ ღამეს ბიძა ბევრს ფიქრობდა მაგრამ მიცვალებულის სახელი მიანც ვერ გაიხსენა...

”პივის ჩეკი”
რამოდენიმეჯერ სტადიონიდან გამოსული ბიძებისაგან მსმენია (ეს როცა თბილისის დინამო მოიგებდა): ”დავიხიეთ პივის ჩეკივით”.

მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ტერმინს ”პივის ჩეკივით” დახევას. მოგეხსენებათ ბიძური ფოლკლორის ლომის წილი ჩაისახა ლუდხანების, სახინკლეებისა და მსგავსი დაწესებულების კედლებში.

ვისაც ადრე ახსოვს ”პივნოიში” ლუდის ყიდვა მეტად საინტერესო პროცესი იყო. მიდიოდი სალაროსთან და იქ წვერგაუპარსავ, ოდნავ ბინძური გარეგნობის მამაკაცს მისცემდით სათანადო თანხას. ის კი მოგცემდათ ჩეკს, ამ ჩეკით მიდიოდით ლუდის ჩამომსხმელთან და სწორედ აქ ხდებოდით ამ მაგიური ილეთის მოწმენი: ლუდის ჩამომსხმელი ხის ნაფოტში გარჭობილ მასიურ პარკეტის ლურსმანზე ოსტატურად ჩამოახევდა ჩეკს. რაც ბიძისათვის იმის მომასწავებელი იყო რომ რიგში დიდი ხნის დგომის შემდეგ სანუკვარ სითხეს დაეუფლებოდა. სწორედ ამიტომ ტერმინმა ”პივის ჩეკის ჩამოხევამ” ბიძებისათვის პოზიტიური და დადებითი ემოციებით დამუხტული მნიშვნელობა მიიღო.

შეიძლება თუ არა ბიძა იყოს პოლიციელი?
ერთი ასეთი ძველი კალათბურთელი მილიციის პოლკოვნიკი ნაცნობი (მაგარი ბობოლა მილიციელი იყო). ჩვენი პირველი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო. ოფისში შემოვარდა მაღალი ტყავისკურტკიანი ბიძა, ხელში პატარა მუყაოს ნაგლეჯი ეჭირა და გვეუბნება: ”ერთი ძმურად ამაზე ”განყოფილების უფროსი” დამიწერეთ და პატივისცემა ჩემზე იყოს”. საქმე იმაში იყო, რომ ამ ბიძას თავის კაბინეტისთვის პატარა აბრის გაკეთება უნდოდა. ჩვენ ოფისი რომ დაინახა იფიქრა ამათ ”კამპიუტერი” ექნებათო (”კამპიუტერი” ხომ იგივე საბეჭდი მანქანაა უბრალოდ დენის ქსელში არის შეერთებული და ფერადადაც ბეჭდავს).

ჩვენ აუხსენით, რომ ლაზერული პრინტერი მაიონეზის ყუთის მუყაოს ქაღალდზე საბეჭდად არ გამოდგებოდა და შევთავაზეთ უბრალო A4 ფურცელზე ”ლანდსკეიპით” ამონაბეჭდი, რომელიც შემდგომში ქაღალდის წებოთი მიაწება თავის ნაგლეჯზე, უფრო ”სალიდნი ვიდი” ექნებაო. პოლიციელმა ბიძამ დანაპირები შეასრულა და პიტივისცემის ნიშნად ლუდი და თევზი მოგვიტანა.

ეს ბიძა ჩვენთან ხშირად მოდიოდა და თავისი სხვა ბობოლა თანამშრომლებისათვისაც გაგვაკეთებინა რამოდენიმე აბრა. სწორედ ამ ბიძამ მანახა ის საიდუმლო ჟესტი რომელსაც ქართველი პოლიციელები ხმარობენ. ერთ-ერთი ვიზიტის შემდეგ ვთხოვე ვაკეში თუ გადიხართ მეც დაგემგზავრებით მეთქი.

მაშინ თბილისში მაგარი პიკეტობანა იყო და ყოველ ფეხის ნაბიჯზე პოლიციელები იდგნენ. ერთგანაც ჩვენ მანქანას გაჩერება დაუპირეს და ბიძამ თავისი ჟესტი გააკეთა. კერძოდ ორი თითი მხარზე რამოდენიმეჯერ დაიკაკუნა. როგორც შემდგომში ამიხსნა, ამით მან ანიშნა რომ მეც თანამშრომელი ვარო და ვირტუალურ პაგონებზე თითების კაკუნიც მაგას მიუთითებდა. ”ჩამოეყარენ ეს გლეხები, დგანან ამ პიკეტებზე და ხალხს ვეღარ ცნობენო” შემომჩივლა მე.

Просмотров: 965 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz