ჯანდაცვის სამინისტროს მეომართა და დევნილთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად 16 მლნ ლარი დაემატება. ამის შესახებ დღეს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, თანხები გადანაწილდება როგორც მეომართა მკურნალობისთვის, ასევე დევნილებისთვის. კერძოდ, 13 მლნ ლარი პირდაპირ გადაირიცხება ინდივიდუალური დახმარების პროგრამაში, რომელშიც დაზარალებულთა დახმარებაც შედის.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ეტაპზე სწორედ ეს თანხა მოითხოვა.
«აღნიშნული თანხა შესაძლოა, არ იყოს საკმარისი, რადგან დევნილებს ჯანმრთელობის პრობლემები შემდეგაც შეექმნათ, მაგრამ თუ ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე კიდევ მოითხოვს თანხას, იგი სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა» - აღნიშნა მინისტის მოადგილემ.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი სხდომა რამდენიმე საათში დაიწყება. სხდომაზე ნატო-საქართველოს კომისიის დაფუძნება იგეგმება. დღესვე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა 26+1 ფორმატში ჩატარდება.
ნატოს უმაღლესი რანგის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას ოპოზიციასთანაც გამართავს.
|