პუტინმა პირველად განაცხადა ის, რომ სამხედრო ძალის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზანი რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში არასტაბილუბის ნეიტრალიზაცია ყოფილა, სადაც ”არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზოგიერთ რესპუბლიკებში, იმ საბაბით, რომ სამხრეთ ოსეთი არ დაიცვეს, რუსეთიდან გამოყოფის საკითხი დააყენეს”.
ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი პოზიცია 11 სექტემბერს, სოჭში მოწვეულ სადისკუსიო კლუბ ”ვალდაი”-ს წევრებთან განმარტა.
პუტინმა აღნიშნულ შეხვედრაზე რამოდენიმეჯერ გაიმეორა, რომ დღევანდელ მსოფლიოში პრინციპები აღარ იცვება, საჭიროა შევთანხმდეთ საერთოზე და როგორც შევთანხდებით ისე იქნებაო.
აღნიშნული კოსოვოსა და საქართვევლოს ავტონომიებს ეხებოდა. მედვედევმაც იგივე აზრი გაიმეორა ცოტა სხვა სიტყვებით, რომ მსოფლიო წესრიგზე ახალი შეთანხმებაა საჭიროო.
აღნიშნულით, რუსები ხაზს უსვამენ, რომ ტერიტორიალური ხელშეუხებლობის პრინციპი პირველად მათ არ დაურღვევიათ, რომ მათ მხოლოდ ”რეაგირება მოახდინეს”. თუ ხელახლა მოხდება ამ საკითხზე რაიმე ერთიანი შეთანხმება, ”რუსეთი დაიცავს მას”.
მომავალი გამოაჩენს რას გულისხმობენ და რეალურად რაზე წამსვლელები არიან, მაგრამ მე ამ განცხადებებში ვხედავ რუსეთის მხრიდან დაშვებულ რუსეთსა და დასავლეთს შორის გარიგების შესაძლებლობას – კოსოვოს საკითხში აღიარებების უკან წაღების შემთხვევაში რუსეთსაც აღარ დარჩება სხვა, თუ არა უკან წაიღოს თავისი აღიარებები.
ერთია, რამდენად მზადაა რუსეთი ამისათვის და მეორე – დასავლეთი თუ წავა ამაზე?
ყველა შემთხვევაში, ჩვენმა დიპლომატიამ ამ კუთხითაც აუცილებლად უნდა იმუშავოს დასავლელ პარტნიორებთან. ამბობენ - დიპლომატია შეუძლებლის შეძლებაშიაო.
|