თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება და ნატო-საქართველოს კომისია დაფუძნდება.
როგორც ცნობილია, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი და ალიანის 26 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები ალიანსში ჩამოვლენ.
ნატო-საქართველოს კომისია ოფიციალურად ჩარჩო დოკუმენტის ხელმოწერის საფუძველზე შეიქმნება.
ცნობისთვის, ნატო-საქართველოს კომისიის შექმნა 2008 წლის 19 აგვისტოს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა.
კომისიის შექმნა ხელს შეუწყობს 2008 წლის აპრილში ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებას, რათა მომავალში საქართველო ალიანსის წევრი გახდეს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნატო საქართველოს ომის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლას და შეიარაღებული ძალების მგდომარეობის შეფასებაში დახმარებას გეგმავს.
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა 26+1 ფორმატში გაიხსნება.
|