რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების მოწყობის კუთხით “უფრო ენერგიული მოქმედების აუცილებლობაზე” ალაპარაკდა.
“ჩვენ არცთუ ცოტა გავაკეთეთ საზღვრის ყველაზე სახიფათო მიმართულების - სამხრეთის მოწყობაზე, თუმცა ამით ამოცანა არ ამოწურულა, ის ძალიან დიდია და ამიტომ საჭიროა უფრო ენერგიული ქმედებები”, - განაცხადა პუტინმა მთავრობის პრეზიდიუმის სხდომაზე.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ 2007 წელს შეიქმნა საზღვრების მოწყობის ფედერალური სააგენტო და მის წინაშე დაისვა სასაზღვრო გამშვები პუნქტების საიმედო ხაზების შექმნის ამოცანა.
“დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას ფედერალური სააგენტოს ორგანიზაციული საკითხების, კერძოდ, მისი ტერიტორიული ორგანოების როდენობის შესახებ და ამ ორგანოსგან ხარისხიან და სერიოზულ მუშაობას ველით”, - განაცხადა პუტინმა.
|