შაბათი, 21.12.2024, 15:09
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 15 » გელა ნიკოლეიშვილი: ვერც ამერიკა, ვერც ევროპა და ვერც ჰააგის სასამართლო რუსეთს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარს ვერ ათქმევინებს
გელა ნიკოლეიშვილი: ვერც ამერიკა, ვერც ევროპა და ვერც ჰააგის სასამართლო რუსეთს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარს ვერ ათქმევინებს
17:44
ჰააგის სასამართლო ნიდერლანდების სამეფოში არსებული საერთაშორისო მართმსაჯულების ორგანოა, რომელიც 1993 წელს რომის სტატუტის საფუძველზე შეიქმნა. სტატუტზე ხელი აქვს მოწერილი ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას და იგი კოლექტიური ძალისხმევით იმ დანაშაულებების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას გულისხმობს, რომლებმაც დანაშაული მშვიდობისა და ჰუმანიზმის წინაააღმდეგ ჩაიდინეს. როგორც წესი, ჰააგის სასამართლოში მომჩივანი და მოპასუხე ყოველთვის სხაელმწიფოებია. 1998 წელს რომში ხელი მოეწერა ჰააგის სასამართლოს წესდებას, რომლის მიხედვითაც, ე.წ. რომის სტატუტს საქართველოც შეუერთდა.

ჰააგის უმაღლეს სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ქართულმა მხარემ შეიტანა. ქართული მხარე ჰააგის სასამართლოსგან ითხოვს, სახელმწიფოთშორისი სარჩელის არსებით განხილვამდე, მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ, გატარდეს დროებითი ღონისძიებები. კერძოდ, რუსეთმა დაუყოვნებლივ შეაჩეროს ეთნოწმენდა და დისკრიმინაცია.

ჰააგაში უკვე დასრულდა პირველი მოსმენა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება სასამართლოს არ გამოუტანია. რა შეფასებას მისცემს საერთაშორისო მართლმსაჯულება მხარეების ბრალდებებს და დაუწესებს თუ არა ჰააგის სასამართლო რუსეთს დროებით სანქციებს? “ფაქტი” სამართლის სპეციალისტს, გელა ნიკოლეიშვილს ესაუბრა.

ბატონო გელა, არსებობს თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჰააგაში შეტანილი სარჩელის მოგების რეალური შანსი?
- როგორც წესი, ჰააგაში განიხილავენ ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოზე ზეწოლის ფაქტებს, ეს იქნება ტერიტორიების ანექსია თუ ეთნიკური წმენდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში რეალურად მოხდა რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკური ნიშნით მოსახლეობის წმენდა, ამ სარჩელის მოგების შანსი რეალურად არსებობს. მთავარია, რამდენად დამაჯერებელი მტკიცებულებები წარადგინა საქართველოს ხელისუფლებამ. როგორც ვიცი, რუსეთის მხარესაც აქვს საქართველოს წინააღმდეგ მასალები შეტანილი. ისინიც მსგავს ბრალდებას უყენებენ საქართველოს და ადანაშაულებენ ცხინვალში ეთნიკური წმენდის განხორციელებაში. რამდენად აქვს რუსებს ამის მტკიცებულებები, გაცხადებული არ არის.

საქართველოს მოგების შემთხვევაში, თქვენი აზრით, რა სასჯელი შეიძლება დაეკისროს რუსეთის ფედერაციას?
- არის სასჯელისა და სანქციის სხვადასხვა ფორმა. ყველაზე დიდი სასჯელი, რაც შეიძლება დაწესდეს, ისაა, რომ ის პირები, ვინც ეს ჩაიდინეს, შეიძლება, სამხედრო დანაშაულისთვის გაასამართლონ.

ვის გულისხმობთ, მედვედევსა და პუტინს?
- დიახ, თუმცა ჩვენ ამის ილუზია, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს. უფრო რეალური ისაა, რომ რუსეთს დაეკისროს კომპენსაცია იმ მორალური და მატერიალური ზიანისთვის, რომელიც მან ქართულ ინფრასტრუქტურას მიაყენა, ასევე, საცხოვრებელი სახლებისა და მოსახლეობის განადგურებისთვის.

ხომ არ მოხდება სარჩელის, რუსეთის სასარგებლოდ, დროში გაწელვა და რუსეთს ხომ არ მიეცემა საშუალება, რომ თავდაცვითი სისტემის ახალი ბერკეტები შეიმუშაოს?
- ამის თქმა ძნელია, თუმცა ასეთი გაწელილი პროცესებიც არსებობს. ჰააგის სასამართლოს ნიუანსებში ზუსტად ვერ ვერკვევი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ეს არ უნდა იყოს წლობით გაწელილი პროცესი. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, რუსები ეცდებიან თავდაცვითი მექანიზმის შემუშავებას. ისინი ამას აქმდეც ცდილობდნენ და ის რომ, მათ დოკუმენტური მასალები აქვთ ჩვენს წინააღმდეგ წარდგენილი, მიუთითებს იმაზე, რომ ბოლომდე იბრძოლებენ.

ჰააგის სასამართლო გაეროსთან არსებული მართმსაჯულების ორგანოა, და რადგან გაეროს საბჭოში რუსეთი მუდმივი წევრის სტატუსით სარგებლობს, მას აქვს ვეტოს უფლება. პროცესის წაგების შემთხვევაში, ხომ არ გამოიყენებს ამ უფლებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს?
- არ მგონია, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოში განხილვა სჭირდებოდეს. ყველა საკითხი უშიშროების საბჭოში არ განიხილება და რამდენადაც ვიცი, ასევეა სასამართლოს გადაწყვეტილებებიც. ასე რომ იყოს, გაეროს საბჭოში ხუთი მუდმივი წევრია, რომელსაც ვეტოს გამოყენების უფლება აქვს. მათი ინტერესები ყოველთვის ერთნაირი არ არის. ძნელია, მოიძებნოს რომელიმე საკითხი, რომელზეც ერთ-ერთ სახელმწიფოს მაინც არ ექნება ვეტოს დადების სურვილი და თუ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოში განხილვას ექვემდებარება, მაშინ პრაქტიკულად, სასამართლოს არსებობა თავის აზრს კარგავს.

ანუ ფიქრობთ, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ელფერი არ აქვს ხოლმე?
- სწორედ იმიტომაც, რომ პოლიტიკური ელფერი გასდევს, არ მგონია, საჭირო იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უშიშროების საბჭოს წევრების აუცილებელი თანხმობა. სასამართლო არის ცალკე ორგანო, დამოუკიდებელი ინსტანცია. ნებისმიერ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების მიერაა შექმნილი, თუმცა ის ხელისუფლების ცალკე შტოს წარმოადგენს, რომელიც სხვა შტოებისაგან სრულიად დამოუკიდებელია. ეს ჩვენს ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი მართმსაჯულება ფაქტობრივად, თორემ იურიდიულად და ფორმალურად ჩვენთანაც თავისუფალია. დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებში, მათ შორის, ჰააგის სასამართლოშიც ეს პრინციპი, როგორც დე ფაქტო, ისე დე იურე რეალურად არსებობს.

ბატონო გელა, ზემოთ აღნიშნეთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებები რუსეთის ხელისუფლებასაც აქვს წარდგენილი, თუ მოვლენები ისე განვითარდა, რომ რუსეთმა დაამტკიცა საქართველოს ბრალეულობა, მაშინ რა მოხდება?
- თუ წარდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო დამაჯერებლად მიიჩნევს, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, დანაშაული ერთმა მხარემ ჩაიდინა თუ მეორემ. სასამართლო არის მიუკერძოებელი, ობიექტური და აქედან გამომდინარე, ის თანაბარი მონდომებით განიხილავს ორივე მხარის მტკიცებულებებს. საერთოდ, ომში ყველაფერი ხდება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რომც ყოფილიყო რაღაც გადაცდომები, ეს იქნებოდა ძალიან არაპროპორციული და შეუსაბამო რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიასა და სისასტიკესთან შედარებით. აქედან გამომდინარე, სასჯელი ამ გადაცდომების პროპორციულად უნდა იყოს განაწილებული. არ გამოვრიცხავ, რომ სანქციები ორივე სახელმწიფოს დაეკისროს, რუსეთს უფრო დიდი დოზით საქართველოს კი - ნაკლებით...

თუ განვიხილავთ ჰააგის სასამართლოზე საქართველოს მხარის მოგებას, თქვენი აზრით, შეასრულებს თუ არა რუსეთი დაკისრებულ ვალდებულებებს, თუ ისე მოხდება, როგორც 6-პუნქტიანი დოკუმენტის შემთხვევაში მოხდა, ევროპისა და დასავლეთის ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი არ აპირებს ბოლომდე იმ პუნქტების შეასრულებას, რომელიც ამ დოკუმენტშია მოყვანილი?
- დავიწყოთ იმით, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმება რუსეთის მიერ გაგებული და ხემოწერილი იყო ისე, როგორც ეს მათ აწყობდათ. რუსეთი აუცილებლად გაიყვანს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიის მიღმა არსებულ სამხედრო ძალას და ადგილს ევროკავშირის დამკვირვებლებს და სამშვიდობოებს დაუთმობს. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არაფრის დიდებით არ დათმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს. ევროკავშირის ჯარების ჩაყენება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიის საზღვრებთან მათ ინტერესებში უფრო შედის, ვიდრე - საქართველოსი.

ევროკავშირი უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას იმ შემთხვევაში, თუ საქართველო თავისი ტერიტორიების დაბრუნებას შეეცდება, ანუ რუსეთს ევროკავშირის ჯარები ფარად სჭირდება. ვერ ვხედავ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ევროკავშირის დამკვირვებლების არსებობის აუცილებლობას. რას უნდა დააკვირდნენ ისინი? მაშინ, როცა იქ კონფლიქტი რეალურად აღარ არსებობს. კონფლიქტი არსებობდა მანამ, სანამ იქ ადამიანები - ქართველები და ოსები და ქართველები და აფხაზები ერთად ცხოვრობდნენ. დღეს იქ ერთსახოვანი ხელისუფლებაა - აფხაზური და ოსური. კონფლიქტის განახლების საფრთხე იმ ტერიტორიების გარეთ არსებობს.

რაც შეეხება იმას, შეასრულებს თუ არა რუსეთი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თუ მისი გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი, შეეცდება, არ ცნოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ ამას უფრო მორალური დატვირთვა აქვს. შესრულების შემთხვევაში ეს იქნება მათი მხრიდან თავიანთი დანაშაულის აღიარება, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ მთელი მსოფლიო მორალურ იზოლაციაში მოექცევს. აი, ეს არის ერთადერთი შედეგი, რაც ამას, პიარის თვალსაზრისით, შეიძლება ჰქონდეს. სხვა მხრივ, იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვაზე სანქციებს დააწესებენ.

მოკლედ, პოლიტიკური დივიდენდებს და, მით უმეტეს, აფხაზეთის შიგნით სიტუაციის შეცვლას არ უნდა ველოდოთ. არც იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ამერიკა თუ ევროპა რუსეთს აფხაზეთსა და სამაჩაბალოზე უარს ათქმევინებს.

 

Просмотров: 874 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz