შაბათი, 21.12.2024, 14:38
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » სექტემბერი » 15 » პუტინი რუსულ მედიას ენის დამოკლებას ურჩევს
პუტინი რუსულ მედიას ენის დამოკლებას ურჩევს
22:54
საქართველოსთან ომის პიკზე აგვისტოში, პრემიერ-მინისტრმა პუტინმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გავლენიანი გაზეთებისა და სატელევიზიო მაუწყებლების ხელმძღვანელებს შავიზღვისპირა კურორტ სოჭში მოუყარა თავი, რათა მათ დახურულ კარს მიღმა შეხვედროდა.

კრემლი მრავალი რუსული საინფორმაციო საშუალების საკონტროლო პაკეტის მფლობელია და პუტინი პერიოდულად აწყობს შეხვედრებს მეგობრულად განწყობილი ჟურნალისტების ჯგუფებთან, რათა მათ კითხვებს უპასუხოს და მორიგი ბრძანებები გასცეს ახალი ამბების გაშუქებასთან დაკავშირებით. თუმცა, 29 აგვისტოს, პირველად 5 წლის განმავლობაში, მან ასევე მოიწვია რადიოსადგურ ”Эхо Москвы”-ს მთავარი რედაქტორი. ამ მოწვევაში მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ”Эхо Москвы” ერთადერთი ფედერალური რადიოსადგურია, რომელიც ეთერს ოპოზიციის წარმომადგენლებს უთმობს.

დამსწრე ჟურნალისტების გადმოცემით, პუტინი რამდენიმე წუთის განმავლობაში კოლეგების თვალწინ, ვენედიქტოვს ”Эхо Москвы”-ს ეთერში საქართველოს ომზე გაშუქებული მასალების გამო ლანძღავდა და ტრანსკრიპტიდან ის ციტატები მოჰყავდა, რომელსაც პუტინი არასწორად მიიჩნევდა. ”მე არ მაინტერესებს, ვინ თქვა ეს, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველაფერ ამაზე. რადგან მე ამ ხალხს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, ვინ ხართ თქვენ”.

რისი თქმა უნდოდა ამით პუტინს დანარჩენი ჟურნალისტებისთვისაც, ცხადია: იმ სიტუაციაში, როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება მოახდინა და საკმაოდ სერიოზულ კონფლიქტშია დასავლეთთან ცივი ომის დროიდან მოყოლებული, რედაქტორებმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაახმოვანონ ის ინფორმაცია, რასაც მთავრობა არასასურველად ჩათვლის.

ოთხი თვის შემდეგ, რაც პუტინმა მმართველობის სადავეები მედვედევს გადაულოცა, ჟურნალისტებში ფრთხილი იმედი ჩაისახა, რომ კრემლის გავლენა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე შესუსტდებოდა, მაგრამ საქართველოს საკითხის გამო დასავლეთთან დაპირისპირებამ ეს იმედები დაასამარა და გაჩნდა შიში, რომ ამის ნაცვლად რეპრესიები გამწვავდებოდა.

- ”როცა ხელისუფლების სათავეში მედვედევი მოვიდა, ჩვენ იმედი გვქონდა ურთიერთობების დათბობის,” - ამბობს მარიანა მაქსიმოვნა, ტელეკომპანია ”Рен-ТВ”-ის მთავარი რედაქტორი, რომელიც ხშირად უთმობს ეთერს მთავრობის კრიტიკოსებს, ”მაგრამ, ახლა, საქართველოსთან ომის შემდგომ, ხალხს ძალიან ეშინია ქვეყანაში განვითარებული სიტუაციის გამო”.

ანდრეი სახაროვის მუზეუმის ყოფილი დირექტორი იური სამოდუროვი ამბობს, რომ მრავალი წლის განმავლობაში შენობაზე ტრანსპარანტი ეკიდა წარწერით, რომელიც პროტესტს გამოხატავდა რუსეთის მიერ ჩეჩნეთში წარმოებული ომის გამო. საქართველოში შეჭრის შემდეგ სამოდუროვს სურდა ახალი ტრანსპარანტი გაკეთება, მაგრამ მუზეუმში გადაწყვიტეს, რომ არათუ ახალი, ძველიც ჩამოეხსნათ. ”ახლა შესაფერისი დრო არ არის,” - ამბობს იგორ ვერეტილნი, მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი. ”ჩვენ ვცდილობთ, წინდახედულად ვიმოქმედოთ”.

- ”გაზაფხულზე ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ახალ ეტაპზე გადავიდოდით,” - ამბობს ეკონომისტი ევგენი გონტმახერი, რომელიც მედვედევის მიწვევით ახალი ანალიტიკური ცენტრის წევრი გახდა, ”ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ დემოკრატიზაციაზე გადასვლის ეტაპი დაიწყებოდა”.

მაგრამ საქართველოს კრიზისმა პოლიტიკოსთა გათვლები დაამსხვრია, გავლენიან ჩინოვნიკთა პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა, ისინი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ რფორმებს. ”სიტუაცია საშიშია”, - აღნიშნავს გონტმახერი და შიშობს, რომ ჰორიზონტზე დიდი ეკონომიკური პრობლემები ისახება, ამ ფონზე კი მედვედევ-პუტინი შეიძლება ცდუნების ქვეშ მოექცნენ და ქართული კრიზისი უკმაყოფილო მოსახლეობის ყურადღების გადასატანად გამოიყენონ.

ამ კრიზისმა ასევე ნათლად წარმოაჩინა მედვედევის სისუსტე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სარკოზის შუამავლობით ხელმოწერილი დოკუმენტის პირობები არ, ან ვერ შეასრულა. ”კრიზისის პერიოდში, როგორც კრემლის ჩინოვნიკებისგან გახდა ცნობილი, გადამწყვეტი სიტყვა ყოველთვის პუტინს ეკუთვნოდა”,- ამბობს გონტმახერი.

”Эхо Москвы”-ს ცნობილი ჟურნალისტი ევგენია ალბაცი ამბობს, რომ თუმცა მედვედევი პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, ის პუტინის პრეს-მდივანივით უფრო გამოიყურებოდა. ”დემოკრატიულ რეფორმებზე გადასვლა საკმაოდ რთული იქნება”,- ამატებს ის, ”რადგან ქართული კრიზისის მიმდინარეობისას კრემლი დასავლეთს, როგორც მტერს ისე ხატავდა, ხოლო რეფორმები სწორედ დასავლეთთან ასოცირდება”.

- ”ყველა იმედი დასამარებულია,” -ამბობს ევგენია ალბაცი, ”ლიბერალების უმრავლესობა ცდილობს გაიგოს, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთ რეპრესიულ პერიოდში ხომ არ შევაბიჯეთ. ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი მედიის უკანასკნელი ნარჩენებიც გაქრება. ჩვენ არ ვიცით, ერთი თვის შემდეგ იარსებებს თუ არა ”Эхо Москвы”.

ვენედიქტოვმა დაადასტურა, რომ პუტინმა ის საბრძოლო ხალიჩაზე გაიწვია და კიდევ უფრო მწვავე იყო პუტინის გაკიცხვა პირისპირ შეხვედრისას. მან აღიარა, რომ პუტინის ზოგიერთ შენიშვნას დაეთანხმა, თუმცა უარი თქვა პირისპირ შეხვედრის დეტალებზე ესაუბრა.

ვენედიქტოვმა ისიც აღიარა, რომ ხელისუფლებისგან ამგვარი გადამეტებული ყურადღება ”სიტუაციას ართულებს”. ”ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მეტი პროფესიონალიზმი გვმართებს”.

პუტინთან შეხვედრის მეორე დღეს, ვენედიქტოვმა პოლიტიკოს-დისიდენტს, ვალერია ნოვოდვორსკაიას ”Эхо Москвы”-ს ეთერში გამოსვლა წლის ბოლომდე აუკრძალა. მან ასევე განაცხადა, რომ რამდენი კვირის განმავლობაში ვერც კრემლის კრიტიკოსი იულია ლატინინა გამოჩნდება ეთერში, რადგან ის საზღვარგარეთ გაემგზავრა ”დასასვენებლად”. დაღესტნის პროკურატურაში ლატინინას წინააღმდეგ საქმეა აღძრული.

ჟურნალისტების მტკიცებით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ ”Эхо Москвы”-ზე ზეწოლა გაძლიერდა. მთავრობის მეთაურებს საშინელი რეაქცია ჰქონდათ, როცა ეთერში მაგომედ ევლოევის მკვლელობის შესახებ ინფორმაციები გადიოდა. მაშინ, როცა ხელისუფლება უბედურ შემთხვევაზე საუბრობდა, ოპოზიციის ლიდერები ამ მკვლელობას უწოდებდნენ მაგალითს იმისას, თუ ქართული კრიზისის შემდგომ სახელმწიფო აპარატში რადიკალების ფრთა როგორ წახალისდა და გაძლიერდა.

ევლოევის კოლეგა ხაზბიევმა ”Эхо Москвы”-ს ეთერში რუსეთის ხელისუფლება ინგუშების გენოციდში დაადანაშაულა და განაცხადა: თუ ეს გაგრძელდება, ”ჩვენ იძულებულნი გავხდებით ევროპას ან ამერიკას რუსეთისგან გამოყოფის საკითხში დახმარება ვთხოვოთ”.

Просмотров: 796 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz