უკიდურესად დაიძაბა ვითარება გალის რაიონის სოფლებში, სადაც სამეგრელოს რეგიონიდან 13 აგვისტოს გასული საოკუპაციო ჯარები და მათი ტექნიკაა დაბანაკებული.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, რუსი ჯარისკაცები ხშირ შემთხვევაში ნასვამ მდგომარეობაში მართავენ ჯავშანტრანსპორტიორებს და მაღალი სიჩქარით მოძრაობენ გზებზე.
ზემოაღნიშნული რეგიონის სკოლების დირექტორები აფრთხილებენ მშობლებს, თავად მიაკითხონ სკოლაში ბავშვებს, რათა დაცული იყოს მათი უსაფრთხოება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსი ოკუპანტების ჯავშანტრანსპორტიორი სოფელ სოფჩაიში ადგილობრივ მცხოვრებს დაეჯახა, რომელიც ავარიის შედეგად გადარჩა, თუმცა ჯარისკაცებმა ის ტყვიით მოკლეს.
|