რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქართული მხარის მიერ აგვისტოს მოვლენების დროს ჩამოგდებული ბომბდამშენის ორი პილოტის ცხედრების გადაცემის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.
“უახლოეს დღეებში გარდაცვლილი პილოტების ცხედრების იდენტიფიკაცია განხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება ოფიციალური დასკვნა მათი ვინაობის შესახებ”, - განაცხადა გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ე.წ. სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების დროს ბომბდამშენ “ტუ-22მ3”-ის ეკიპაჟის 3 წევრს ქართული მხარის დახმარებით ეძებდა.
|