საინფორმაციო სააგენტო “პირველი”. 16 სექტემბერი. თბილისი. საქართველოში “წითელას” და “წითურას” საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამ მიზნით “კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაციის” კონსულტანტთა ჯგუფი ლაგოდეხში იმყოფებოდა.
ვიზიტი მოსახლეობისთვის იმუნიზაციის პროგრამის გაცნობას ითვალისწინებდა, რომელიც მსოფლიოს ჯამრთელობის ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის დახმარებით ხორციელდება.
“აცრებს ლაგოდეხიდან ვიწყებთ. ვაქცინაცია უფასო იქნება და 6-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს შეეხებათ. იმუნიზაციას რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს” - განაცხადა “კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაციის” კონსულტანტმა ნანა გოდერძიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული აცრებისთვის გაეროს ბავშვთა ფონდიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
|