დღეს საღამოს უმაღლეს საკანონდებლო ორგანოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწვევა.
პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს დეპუტატებს, შეაჯამებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და კიდევ ერთხელ შეაფასებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თბილისში გამართულ სხდომას.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
პარალელურად ამ წუთებში პარლამენტში ბიურის სხდომა იწყება, რომელზეც ოფიციალურად დაინიშნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.
წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით 20:00 საათისათვის გამოვა
|