გავლენიანი ამერიკული გამოცამა “New-York Times”, რომელმაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის დაზვერვის დეპარტამენტის ექსპერტების მონაწილეობით დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა, ქართული მხარის ვერსიას ადასტურებს და ცალსახად აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვითი და არა თავდასხმითი პოზიცია ეკავათ.
გამოძიებით, რომელიც აუდიო- და ვიდეომასალების ანალიზსაც მოიცავდა და რომელშიც გაზეთის თხოვნით აშშ-ის დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ, დადასტურდა, რომ რუსული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 7 აგვისტოს, გამთენიისას შემოვიდნენ, როდესაც ქართული საჯარისო ნაწილები მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე იმყოფებოდნენ.
შეგახსნებთ, რომ რუსული მხარის მტკიცებით, ”ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის გადასარჩენად ოპერაცია 8 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა მხარემ ცხინვალზე და მის შემოგარენზე მასირებული იერიში მიიტანა და ცხინვალი ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა”.
|