”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.
შესაბამისი განცხადება მან დღეს ოპოზიციისა და ნატო-ს ელჩების შეხვედრაზე გააკეთა.
“რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება კოსოვოს აღიარების პრეცედენტით დაუშვა. სტატუს-კვოს აღსადგენად აუცილებელია, დასავლეთმა და ნატომ უარყონ კოსოვოს დამოუკიდებლობა, რითიც შევძლებთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხის მოგვარებას”- განმარტა ნათელაშვილმა.
მისივე აზრით, ეს ნაბიჯი მსოფლიოს რუსეთის მიერ ყირიმის დამოუკიდებლობის აღიარებას და მთელს მსოფლიოში დაძაბულობის ესკალაციას ააცილებს თავიდან.
|