თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გია ხუბუას იმედი აქვს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების დახმარებით საქართველო ნატო-ში ინტეგრაციას უახლოეს მომავალში შეძლებს.
“მოხარული ვარ, რომ ნატოს გენერალურ მდივანს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მესამედ მასპინძლობს. სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით, იაპ დე ჰოოპ სხეფერის დღევანდელი ვიზიტი უნივერსიტეტში ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მისი და ალიანსის წევრების დახმარებით საქართველო შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას შეძლებს, რაც ნატოში ინტეგრაციით დასრულდება” – განაცხადა ხუბუამ ნატოს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრის დასასრულს რექტორმა უნივერსიტეტის სახელით იაპ დე ჰოოპ სხეფერს სამახსოვროდ ტიხრული მინანქრით შესრულებული თბილისის ხედი გადასცა.
|