არასაპარლამენტო ოპოზიცია გაგებით ეკიდება გაერთიანებული ოპოზიის წევრის, ”საქართველოს გზის” ლიდერის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნატო-ს ელჩებთან შეხვედრის დემონსტრაციულად დატოვების შესახებ.
”ნატო-ს გენერალური მდივანი აიპ დე ჰოოპ სხეფერი რეალურ ქართულ ოპოზიციას პატივს არ სცემს და ეს დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციისა და ნატო-ს ელჩების დღევანდელი შეხვედრის კომენტირებისას, რომელსაც ნატო-ს გენმდივანი არ დასწრებია.
სალომე ზურაბიშვილის მიერ ამ მიზეზით შეხვედრის დატროვებას გაგებით ეკიდება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძეც. ”სალომემ კარგი ქნა, თუ შეხვედრა დატოვა. ვთვლი, რომ ყველამ, ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, თავისი ემოციით, თუ ცივი გონებით უნდა იმუშაოს საქართველოს გადასარჩენად”, - განუცხადა ჟურნალისტებს გაჩეჩილაძემ.
|