პარასკები, 26.04.2024, 01:59
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 16 » ძველი სახეებით გაძეძგილი ახალი ოპოზიციური ტალღის მოლოდინში
ძველი სახეებით გაძეძგილი ახალი ოპოზიციური ტალღის მოლოდინში
21:50
ქვეყანამ, რომელმაც ომის ქარცეცხლი გამოიარა, დღეს თავის გადარჩენისთვის იბრძვის. გადარჩენისთვის იმიტომ, რომ როგორც წესი, ომის შემდგომი პეროიდი ყველაზე რთული გადასალახია. ტრანსფორმაციას განიცდის ყველა - დაწყებული სამთავრობო სტრუქტურებიდან, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული. პოზიციაც და ოპოზიციას დღეს ერთ საკითხზე თანხმდება, რომ საქართველომ, უცხოური თანამეგობრობის დახმარებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დააღწიოს არსებულ პრობლემებს თავი, თუმცა ამ მიზნამდე მისაღწევი გზები განსხვავებულია.

ომის შემდგომ მრავალი წელი მის ანალიზს ეთმობა. განიხილება მისი დაწყების მიზეზები, განვითარების შესაძლო ვარიანტები და შედეგები. პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით, პოზიციები უმნიშვნელოდ განსხვავებულია, რასაც ვერ ვიტყვით ომის შედეგების შეფასებისას.

კითხვაზე, წავაგეთ თუ მოვიგეთ აგვისტოს ბრძოლა რუსეთთან, ყველაზე უკეთ ისტორია უპასუხებს, მაგრამ რა ვქნათ რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებსაც გამუდმებით გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ? გაგვარკვიეთ ბატონებო, იქნებ ლოგიკურ მსჯელობაში საღი აზრიც გაჩნდეს. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პიარზე გათვლილი პროპაგანდა? იქნებ დროა დასრულდეს საუბარი იმაზე, რომ ომის შედეგად დანგრეული ქართული სოფლები, საქართველოს აღმშენებლობისა და გაერთიანების საფუძველი გახდება?

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის მეთაურობით კი, ჯიუტად აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს გამარჯვებულია და რომ პასუხი ყბადაღებულ კითხვაზე - ”გადარჩება თუ არა საქართველო?” ასეთია - ”ძვირფასო თანამემამულენო, საქართველო გადარჩა”.

ახლა საინტერესოა, უკვე ”გადარჩენილ საქართველოში” როგორი პოლიტიკური პროცესები განვითარდება? ჩვენ ხომ კავკასიური ტემპერამენტი არასოდეს მოგვცემს უფლებას ერთად და მშვიდად მივკიდოთ ხელი ქვეყნის გადარჩენის საქმეს? ჩვენ ხომ გაერთიენება მხოლოდ საერთო მტრის წინააღმდეგ შეგვიძლია. დღეს კი, როცა ომი უკან მოვიტოვეთ და ქართული ოპოზიციაც ხელისუფლებასთან გამოცხადებული მორატორიუმის რეჟიმიდან გამოვიდა, შიდა დაპირისპირება სულ უფრო აქტიურ ფაზაში შევა.

გუშინდელი დღე, როცა ”დემოკრატიული განვითარების ფონდსა” და პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციურ ძალებს შორის შეხვედრა გაიმართა, ხელისუფლებასთან შესაძლო დაპირისპირების გზაზე ერთგვარ მოთელვად შეიძლება ჩაითვალოს.

ნინო ბურჯანაძის მიერ ინიცირებულ შეხვედრას ოპოზიციის გარდა პოლიტოლოგები და ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. ის ადამიანები, რომელთა აზრს ”ქართული საზოგადოება” ჯერ კიდევ ითვალისწინებს და პატივს სცემს.

თითქმის სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრას კონკრეტული შედეგი ჰქონდა, რომ მნიშვნელოვანი დისკუსია, ანალიზი და დიალოგი გაიმართა ქვეყანაში მომხდარ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ბურჯანაძის თქმით, უნდა შეფასდეს და გაანალიზდეს თუ რასთან გვქონდა საქმე ქვეყანაში და ერთად უნდა გამოინახოს არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზები.

ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფონდი ამაში დაეხმარება საზოგადოებრივი ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

მისი თქმით, ყველა შეკითხვა, რაც არის დაკავშირებული ომთან და საქართველოში არსებულ სიტუაციასთან, უნდა დაისვას და რაციონალური გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

- ”სერიოზული თემები გამოვკვეთეთ, მაგრამ მთავარ თემად მედიის თავისუფლება გამოიკვეთა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება ალტერნატიული აზრი მოისმინოს მედიასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მსგავსი შეხვედრები არასამთავრობოებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ექსპერტებთან მომავალშიც გაგრძელდება და გამოინახება კრიზისიდან გამოსავლის გზები.

მთავრობიდან წასული ნინო ბურჯანაძის გუშინდელი ჟესტი არ დარჩენილა ყურადღების მიღმა. მას ჯეროვანი შეფასება მისცა როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციონერთა მეორე ფრთამ, რომელიც იმავდროულად საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს. თუმცა არის კიდევ მესამე ოპოზიციური ძალა,რომელიც გაცილებით რადიკალურადაა განწყობილი და ის არც მთავრობასთან და არც ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრებზე არ დადის, სამაგიეროდ შეცდომებზე მითითებებს შორეული ევროპიდან იძლევა...

ის ფაქტი, რომ ნინო ბურჯანაძის ”დემოკრატიული განვითარების ფონდში” გუშინ გამართულ შეხვედრას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე და ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი დაესწრნენ, ცინიკური განხილვის თემა გახდა. ამას, ალბათ, ზემოთხსენებული ლიდერები ელოდნენ კიდეც.

ნინო ბურჯანაძესთან მეგობრულად მოსაუბრე ”მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, თავი შემდეგნაირად ”იმართლა” - ”მინდა აღვნიშნო, რომ ძნელი წარმოდსადგენი იყო ჩვენი და ბურჯანაძის ერთ მაგიდასთან ჯდომა, მაგრამ შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ და ქვეყანაში არსებულმა ბედურებამ, მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ ჩემი პირადი შეხედულება, წყენა წარსულთან დაკავშირებით უკანა პლანზე გადამეწია და მეთანამშრომლა ყველასთან”.

უცნაურია, თუმცა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ”პოლიტიკა იცნობს ასეთ ცვლილებებს. ზოგად ფორმატში თუ გადავიტანთ, როცა პოლიტიკური პარტიის პირობები და მიზნები იცვლება, მიუხედავად წარსულისა, ისინი ადვილად ხდებიან პარტნიორები”.

ბურჯანაძისა და გამყრელიძის პარტნიორობა, მაშინ როცა სულ ცოტა ხნის წინ ეს უკანასკნელი თვითმკვლელობისთვისაც კი მზად იყო, ოღონდ ქვეყნისთვის ქალბატონი ბურჯანაძე მოეშორებინა, რბილად რომ ვთქვათ უცნაურია. თუმცა არც ბურჯანაძის ”გულისხმიერება” უნდა დავივიწყოთ, როცა სიცივისაგან გვერდებატკიებულ ”მემარჯვენეებს” პლედების ნაცვლად გაზეთებში გახვევა ურჩია.

პოლიტიკური სიტუაცია იცვლება, მაგრამ ნამდვილად არავის ეგონა ასე იოლად თუ შეიცვლებოდა გაერთიანებულ ოპოზიციად წოდებული ადამიანების შინაგანი განწყობა და მისწრაფებები.

”გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ კი, ნინო ბურჯანაძეს მოუწოდა, გაიზიაროს ოპოზიციის მოთხოვნა ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით.

როგორც ”დემოკრატიული განვითარების ფონდში” მიმდინარე შეხვედრაზე გაჩეჩილაძემ განაცხადა, ყველა ვისთანაც უსაუბრია ბოლო პერიოდის განმავლობაში, დარწმუნებულია, რომ არა სააკაშვილი, ასეთ ავანტიურაში საქართველო არ ჩაერთვებოდა.

გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ანალიტიკა, გაანალიზება იმისა, თუ რა მოხდა ქვეყანაში, მაგრამ ამ შეხვედრებს გარდა გაანალიზებისა და საუბრისა, უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი, რომელიც არის დაკავშირებული ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლისკენ.

გაჩეჩილაძემ ნინო ბურჯანაძეს მოუწოდა, რომ ოპოზიციის ეს პოზიცია გაიზიაროს და ერთად იბრძოლონ ხელისუფლების შესაცვლელად.

გაჩეჩილაძის თქმით, ოპოზიციის პლატფორმა უნდა იყოს ერთი, მოწადინებული უნდა იყვნენ ერთიანობისკენ.

- ”იმიტომ რომ დაქსაქსულობა ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. თუ ჩვენ დავარქმევთ შეკრებას ანალიტიკას, ეს არ იქნება სწორი. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ხელისუფლების შესაცვლელად. ეს იქნება სწორი თუკი მიზანი ექნება ჩვენს შეხვედრებს”, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ დაქსაქსულობის და არასწორი კოორდინაციის გამო ბევრს აგებდნენ მათი თანამოაზრეები, თუმცა ბევრი გამარჯვებაც ჰქონდათ.

ლევან გაჩეჩილაძემ მოუწოდა ოპოზიციას გაერთიანებისკენ და ერთი საერთო მიზნისთვის ბრძოლისკენ.

გაერთიანებისკენ მოწოდებები დღეს, ალბათ, უკვე დაგვიანებულია. მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ ჰგონია ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს ნინო ბურჯანაძე საკუთარი თანამოაზრე? თავის დროზე ედუარდ შევარდნაძის გუნდიდან წასვლა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიტოვება, სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ქალბატონი ბურჯანაძე რომელიმე ძალასთან ხანგრძლივ და ერთსულოვან ურთიერთობას მოისურვებს.

თუმცა მარტივ-მამრავლებად დაშლილ ოპოზიციას აბა სხვა რა დარჩენია, თუ არა უკანასკნელი ძალებით მთავრობაზე კიდევ ერთი იერიშის მიტანა, თუნდაც ბურჯანაძის გამარჯვებით, რადგან დღეს ”ის სააკაშვილის თნამოაზრედ აღარ ითვლება”?...

გამყრელიძესთან და გაჩეჩილაძესთან ერთად, ”დემოკრატიული განვითარების ფონდში” მიმდინარე შეხვედრაზე გუშინ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც.

მისი განცხადებით, ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც დღეს საქართველოა სიტყვა ხალხს უნდა მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაინიშნოს ქვეყანაში სამართლიანი და ნორმალური არჩევნები. ხალხი თვითონ აირჩევს ხელისუფლებას, რომელიც უნდა რომ ქვეყანას მართავდეს.

Просмотров: 806 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz