პარასკები, 29.03.2024, 16:41
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 16 » ამოსაწყვეტად გამეტებული კარბელები სტრასბურგში ჩივიან
ამოსაწყვეტად გამეტებული კარბელები სტრასბურგში ჩივიან
21:51
გორის რაიონში ერთი პატარა - 150 კომლიანი სოფელია, რომელსაც კარბი ჰქვია. იმ დროს როდესაც მშომელ ხალხს ღამე მშვიდად ეძინა, რათა მეორე დილით ყანაში სამუშაოდ დასვენებული წასულიყო, სოფლის განაპირად ქართული საარტილერიო ჯარი დადგა და ოსების კონტროლირებად სარაბუკს ცეცხლის წვიმა გაუხსნა. 7 და 8 აგვისტოს მოსახლეობამ ქალები და ბავშვები გამოხიზნა, რადგან აუტანელ გრუხუნს და აფეთქების ხმას ვეღარ უძლებდნენ.

9 აგვისტოს კი რუსულმა ტანკებმა და თვითმფრინავებმა კარბს დაუშინეს. რუსულ დაზერვას შეუტვყია, რომ კარბში საქართველოს ნაქები საარტილერიო ქვედანაყოფი დგას, რომელმაც მართლაც კუდით ქვა ასროლინა სეპარატისტებსა და რუსებს წინა დღით. სწორედ ამიტომ ქართველების საცეცხლე წერტილი რუსებმა მიწასთან გაასწორეს. 9 აგვისტოს სოფელში ხალხი ჯერ ისევ ცხოვრობდა.

რამდენიმე დღის წინ სახალახო დამცველმა კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე მოხსენება გააკეთა. რეგიონებში მოსახლეობამ ამ მოხსენების შესახებ მხოლოდ ტელევიზებით - რუსთავი 2-ით და ”იმედით” შეიტყო. თანაც მხოლოდ 30 წამიანი კადრით.

18 საათიანი ”იმედის” საინფორმაციო გამოშვებაში სოზარ სუბარის ასეთი კომენტარი გაეპარათ: ”მოსახლეობა ევაკუაციის დროს აბოლუტურად მოუმზადებელი იყო. არ გატარებულა ევაკუაციისთვის საჭირო ღონისძიებები. სოფლებში არ არსებობდა საწვავიც კი, რომ საკუთარი მანქანებით გამოესწროთ აგრესორებისთვის, ხელისუფლების წარმომადგენლებს ამაზე არც უზრუნიათ, ისინი იქ საერთოდ არ გამოჩენილან”.

მომდევნო საინფორმაციო გამოშვებაში სუბარის ეს კომენტარი აღარ აჩვენეს. სიუჟეტი, კი პირიქით, სადღაც მე-15 გადაიტანეს, მაშინ როცა საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ რეალური ვითარების ცოდნაა, რაც ოკუპირებულ სოფლებში არსებობს.

9 აგვისტოს კონტრეშეტევები კარბში ასე დაიწყო.
გამთენიისაას რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ, სოფლის ცენტრში, საავტომობილო მაგისტრალის მარცხენა მხარეს, ჭურვი დაეცა დოდო მარიამიძის საცხოვრებელ სახლს. გარდაიცვალა დოდო მარიამიძე, ხოლო მძიმედ დაიჭრნენ მისი მეზობლები - ოთარი მარიამიძე და ვალოდია უნაფქოშვილი. დაინგრა და დაზიანდა რამდენიმე სახლიც. პირუტყვი დაიხოცა.

რამდენიმე ხანში, დაახლოებით 10.25 წუთზე რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ განმეორებით დაიბომბა სოფელი კარბი. კერძოდ ბიძინაათ უბანში კასეტური ბომბის ჩამოგდებით ადგილზე დაიღუპნენ მშვიდობიანი მოსახლეები - ირაკლი და ამირან თევდორაშვილები, ანზორ ბიძინაშვილი, ნაზო თევდორაშვილი, ვალიკო შევარდენიძე, ხოლო მძიმედ დაიჭრა მერეთის საშუალო სკოლის დირექტორი გიორგი მარიამიძე, რომელიც 11 აგვისტოს თბილისის №8 საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიიღეს ავთანდილ ციმაკურიძემ, დათო რჩეულიშვილმა, მედიკო ანიაშვილმა და თენგიზ თევდორაშვილმა. კასეტურმა ბომბებმა დაანგრია და საცხოვრებლად უვარგისი გახადა 20-მდე სახლი.

შუადღეს დაახლოებით 12 საათზე კვლავ რუსულმა ავიაგანადგურებლებმა სოფელ კარბთან დამაკავშირებელი საავტონობილო ხიდის დანგრევის მიზნით, რომელიც ტირიფონის არხზე გადასასვლელი ერთადერთი სამანქანო გზაა, სამჯერ ჩამოაგდეს 500 კილოგრამიანი ჭურვი. ხიდი გადარჩა და კარბის, მერეთის, ზარდიაანთ კარის, კოშკების და დისევის მოსახლეობის სრული იზოლაცია დანარჩენ საქართველოსგან ვერ განხორციელდა.

ამ პატარა სოფლის მოსახლეობა არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე” მუხლს დაუკავშირდა. ისინი რუსების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით აპირებენ. როგორც ცნობილია, ამ საკითხე 5 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივად მუშაობს.

Просмотров: 835 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz