ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:51
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 16 » ყოფილი პრემიერის მოულოდნელი განცხადება?!
ყოფილი პრემიერის მოულოდნელი განცხადება?!
21:54

„კვირის პალიტრის“ ორშაბათის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრთან. ჟურნალისტმა დასაწყისშივე მიუთითა, რომ ზურაბ ნოღაიდელმა საზოგადოებისათვის გარკვეული ახსნა განმარტებების მიცემა საკუთარი სურვილით გამოთქვა.

 

ყოფილმა პრემიერმა მწვავედ გააკრიტიკა დღევანდელი ხელისუფლება, რამდენიმე მიზეზით, აღნიშნა, რომ შესაძლებელი იყო ომის თავიდან აცილება და, რომ დღევანდელი მთავრობა „არაკომპეტენტური“ და „სამარცხვინოა“.

 

საზოგადოება ზურაბ ნოღაიდელს არ იცნობს მსგავსი განცხადებებით, მისი პრემიერ მინისტრობის პერიოდშიც კი ძალიან ხშირად მას პასიურობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ამიტომ რა გახდა საფუძველი პოლიტიკური გააქტიურებისა ჯერჯერობით საზოგადოებისთვის სრულებით ნათელი არ არის.

 

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, ნორაიდელი ითვლებოდა ყველასათვის შედარებით მისაღებ ნეირტრალურ კანდიდატურად. კონკრეტულად მისი გვარი დაუკავშირდა გახმაურებულ „ენერგო–პროს“ შემოსვლას ქართულ ბაზარზე და არაგამჭვირვალე ინვესტიციების თემას ქართულ პოლიტიკაში.

 

ყურში მოსახვედრი იყო ასევე მისი განცხადება გაზის კრიზისის დროს – „არავის (ამერიკელების) საქმე არ არის ვისგან იყიდის საქართველო გაზს“ – იგულისხმებოდა აშშ–ს ელჩის ტეფტის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოხატული რეკომენდაცია არ შეეძინა ირანისაგან ზამთრისათის საჭირო დამატებითი გაზის მარაგი.

 

ხელისუფლებიდან წასვლის შემდგე ზურაბ ნოღაიდელის სახელმა კვლავ გაიჟღერა ცნობილი ფეხბუთელის კახი კალაძის სახელის გვერდით, რომელმაც გამოხატა სურვილი საქართველოში გაეხსნა ბანკი. შესაბამისად, დაიწყო მუშაობა „კალა კაპიტალის“ მონაწილეობით საქარველოში ბანკ „პროგრესის“ დაფუძნების მიმართულებით.

 

ამ დროს ნოღაიდელი აკეთებს მსგავს განცხადებას, რომელიც ალბათ შეიძლება ორგვარად შეფასდეს ან ეს არის საკუთარი პოლიტიკური ამბიციის დაფიქსირება და შესაძლებელი „პოლიტიკური ქარიშხალის წინ“ მომგებიან პოზიციაში ჩადგომა, ან ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდაცვა ხელისუფლების მხრიდან ფინანსური ზეწოლის შესაჩერებლად.

 

საინტერესოა აგრეთვე, რომ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ აჭარაში აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებიც უჩივიან „ენერგო პროს“ გარკვეული ზარალის მიყენებისთვის.

 

რა კავშირია ზურაბ ნოღაიდელი „ენერგო პროს“ ინვესტიციებთან, რომელიც ოფიციალურად ჩეხური წარმოშობის, ოპოზიციის მტკიცებით კი შენიღბული რუსული კაპიტალია, ასევე „თბილისის წყლის“ მფლობელ კომპანიასთან, რომელიც ოფიციალურად შვეიცარულია, მაგრამ ასევე, ოპოზიციის აზრით რუსული წარმოშობის კაპიტალითაა შეძენილი...?!

 

თუ ოპოზიციის ბრალდებები მართლაც სიანმდვილეს შეესაბამება, რომ ნოღაიდელი შენიღბული რუსული კაპიტალის შემოდინებას უწყობდა ხელს ქვეყანაში, მაშინ გამორიცხული არ არის, რომ მომავალი პოლიტიკური საფრთხის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება ცდილობდეს ყოველგვარი ფინანსური საყრდენი მოუშალოს მომავალ პოლიტიკურ მოქმედებებს, რადგან ცუდად ააქვს დაცდილი ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო მიზნებით შემოსული ფულის „მავნებლობა“.

 

და თუ მართლაც ასეა და ეს მხოლოდ ყოფილი პრემიერის წინდახედულობა არ არის, თუ გინდაც თავი დაიზღვიოს ომის შემდგომი „შემოწირულობების“ გაღებისგან, მაშინ მსგავსი ზეცოლის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ არა მხოლოდ ნოღაიდელთან დაკავშირებული „შერეული წარმომავლობის“ ინვესტორები, მითუმეტეს ამ უკანასკნელის შემთხვევაში გაცილებით ხელშესახები გარანტიები არსებობს, თუ გავითვალისწინებთ ბანკ „პროგრესის“ სააქციონერო კაპიტალში კახი კალაძის მონაწილეობას ახლო ურთიერთობას იტალიის პრემიერ და მედიამაგნატ სილვიუ ბერლუსკონისთან, რომლმაც რუებრტ მერდოკზე არანაკლები რეზონანსი შეიძლება შექმნას მსოფლიოში.

Просмотров: 842 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz