ორშაბათი, 24.02.2020, 08:24
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 345
Главная » 2008 » სექტემბერი » 16 » ”NEW-YORK TIMES”: საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვითი და არა თავდასხმითი პოზიცია ეკავათ
”NEW-YORK TIMES”: საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვითი და არა თავდასხმითი პოზიცია ეკავათ
21:55
გავლენიანი ამერიკული გამოცემა ”New-York Times”, რომელმაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის დაზვერვის დეპარტამენტის ექსპერტების მონაწილეობით დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა, ქართული მხარის ვერსიას ადასტურებს და ცალსახად აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვითი და არა თავდასხმითი პოზიცია ეკავათ.

გამოძიებით, რომელიც აუდიო- და ვიდეომასალების ანალიზსაც მოიცავდა და რომელშიც გაზეთის თხოვნით აშშ-ის დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ, დადასტურდა, რომ რუსული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 7 აგვისტოს, გამთენიისას შემოვიდნენ, როდესაც ქართული საჯარისო ნაწილები მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე იმყოფებოდნენ.

შეგახსნებთ, რომ რუსული მხარის მტკიცებით, ”ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის გადასარჩენად ოპერაცია 8 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა მხარემ ცხინვალზე და მის შემოგარენზე მასირებული იერიში მიიტანა და ცხინვალი ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა”.

Просмотров: 630 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2020
Website builder - uCoz