საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოიპოვა, განაცხადა, რომ 2009 წელს სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.
- ”მომავალ წელს საქართველოში დავბრუნდები. მე ვაპირებ სამშობლოში დაბრუნებას, რათა საქართველოს შემადგენელი ტერიტორიების დაკარგვა შევაჩერო,” - ოქრუაშვილის ინტერვიუდან ეს ციტატა ”იტარ-ტასს”-მა გაავრცელა.
ექს-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩათრევა თავიდან ვერ აიცილა, ამიტომ ის ნებით უნდა გადადგეს, რაც მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.
ამავე დროს, ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველომ ცხინვალსა და სოხუმზე კონტროლი მხოლოდ დროებით დაკარგა და, ადრე თუ გვიან, მას ეს ტერიტორიები დაუბრუნდება.
ოქრუაშვილმა სააკაშვილის დანაშაულის ნაწილზე პასუხისმგებლობა აშშ-ს დააკისრა.
მისი აზრით, ამერიკას სააკაშვილის მიერ საკუთარი სამხედრო ამბიციების განხორციელებასა და დემოკრატიული ნორმების დარღვევაში ხელი უნდა შეეშალა
|