პარასკები, 26.04.2024, 11:52
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 16 » პოლიტიკური თვალთმაქცობა
პოლიტიკური თვალთმაქცობა
14:39
ვერაფერს იტყვი, დიდებული პერსპექტივაა. არასაპარლამენტო ოპოზიცია ნინო ბურჯანაძის ირგვლივ ერთიანდება, საპარლამენტო - მიხეილ სააკაშვილის ორბიტაზე მოძრაობს. ამ ქვეყანაში პოლიტიკა თვალთმაქცობის ჩარჩოებიდან ვერ გამოვიდა.

ბურჯანაძის ფონდის ოფისში წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ და ათას რამეზე შეთანხმდნენ ერთის გარდა - უნდა გადადგეს, თუ არა საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კვლავინდებურად აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნის დაყენება-არდაყენების საკითხს მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც აგვისტოს მოვლენების გამოსაძიებლად ჩამოსაყალიბებელი კომისიის მუშაობის შედეგებს გაეცნობა.

- ”ამ საკითხში ჩემი პოზიცია დამოკიდებული იქნება იმ დასკვნაზე, რომელსაც ეს კომისია მოამზადებს და რომელიც საზოგადოებისათვის აუცილებლად უნდა გახდეს ცნობილი”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მან ამ კომისიის შექმნის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ”საზოგადოებაში ბევრი კითხვაა დაგროვებული, რომლისთვისაც პასუხის გაცემა აუცილებელია როგორც ოპოზიციისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის, მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და თავად ხელისუფლებისთვისაც”.

მემარჯვენე დავით გამყრელიძესა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძეს მტკიცედ სწამთ, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი პრეზიდენტის დაუყოვნებლივი გადადგომაა; ოდნავ სხვა მოსაზრებისაა ასევე რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მომხრეა.

ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ინიციატივით გამოდის, რომ ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემასთან დაკავშირებით - იქნება თავისუფალი მედია, ეკონომიკა, პოლიტიკა თუ სხვა, ცალ-ცალკე მოხდეს ღია მოსმენები.

- ”პარლამენტშიც ვინც არის, ჩემთვის ოპოზიციონერები არ არიან. დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფორმატზე უნდა ვისაუბროთ, რომელსაც საზოგადოების ნდობა ექნება”, - დასძინა დავით გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ მის პარტიას თავისი ხედვა აქვს, რომელიც არის დაკავშირებული ხელისუფლების, სააკაშვილის შეცვლასთან.

მანვე აღნიშნა, რომ ბურჯანაძის ფონდში მისთვის ძალიან საპატივსაცემო ადამიანები არიან გაერთიანებული. ”ამიტმაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთად ვიფიქროთ საქართველოში არსებულ კრიზისზე და ამ კრიზისის დაძლევაზე”, - აღნიშნა გამყრელიძემ. სავარაუდოა, რომ მემარჯვენეთა ლიდერს ეს აზრი მას შემდეგ მოუვიდა, რაც ბურჯანაძის კაბინეტის წინ (როდესაც ეს უკანასკნელი პარლამენტს თავმჯდომარეობდა) მრავალი დღე იშიმშილა.

როცა გამყრელიძე პარლამენტს შიგნით შიმშილობდა, ლევან გაჩეჩილაძე პარლამენტის კიბეებთან მიმართავდა პროტესტის იგივე ფორმას, ჰოდა, ამ კაცსაც ეთქმის ორიოდე სიტყვა ესქ-სპიკერთან.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ანალიტიკა, გაანალიზება იმისა, თუ რა მოხდა ქვეყანაში, მაგრამ გარდა ამისა, ამ შეხვედრებს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი, რომელიც არის დაკავშირებული ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლისკენ.

გაჩეჩილაძემ ნინო ბურჯანაძეს მოუწოდა, რომ ოპოზიციის ეს პოზიცია გაიზიაროს და ერთად იბრძოლონ ხელისუფლების შესაცვლელად. ”ოპოზიციის პლატფორმა უნდა იყოს ერთი, მოწადინებული უნდა იყვნენ ერთიანობისკენ, იმიტომ რომ დაქსაქსულობა ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. თუ ჩვენ დავარქმევთ შეკრებას ანალიტიკას, ეს არ იქნება სწორი. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ხელისუფლების შესაცვლელად. ეს იქნება სწორი თუკი მიზანი ექნება ჩვენს შეხვედრებს”, - დასძინა გაჩეჩილაძემ და ამით ბურჯანაძე სტაჟიან ოპოზიციონერად შეირაცხა.

ოპოზიციის მარაქაში თავიდაგულებულმა ბურჯანაძემ ბრძანა, რომ ”დემოკრატიული განვითარების ფონდი დახმარებას გაუწევს ყველა კომისიას, რომელიც აგვისტოს მოვლენების გამოძიებისა და ანალიზის თვალსაზრისით მუშაობს და იმუშავებს”.

ამასთან იგი დაეთანხმა ექსპერტებს, რომ ხელისუფლებამ სტარატეგიული ობიექტების დიდი ნაწილი რუს ინვესტორებს ჩააბარა.

- ”პარლამენტმა ოპონირება ვერ გაუწია მთავრობას, რომ დაეცვა სტრატეგიული ობიექტები რუსული კომპანიების მფლობელობაში გადასვლისაგან”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

საინტერესოა, რომ არცერთ ექსპერტსა და ოპოზიციონერს თავში აზრად არ მოსვლია მისთვის ეკითხა, პარლამენტის სპიკერობისას რატომ არ ამბობდა იგივეს. სამაგიეროდ, ეს არ დავიწყებია საპარლამენტო ფრაქცია ”ძლიერი საქართველო-ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარეს გია თორთლაძეს, რმოელიც ნინო ბურჯანაძეს ”ხელისუფლების ნოტარიუსობას” ახსენებს.

თორთლაძის თქმით, ოპოზიციონერთა მიერ გაჟღერებული ეს ინიციატივა პოლიტიკური ორგანოს კონტურებს უფრო ჰგავს. ”თუ ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან, მაშინ თქვან და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან”, - განაცხადა თორთლაძემ და აღნიშნა, რომ ასეთი პარტიის შექმნას არ ჰგონია, რომ საზოგადოებისგან რამე გამოხმაურება ჰქონდეს.

მისი თქმით, ბურჯანაძის რეიტინგი მისთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი, რომელიც იყო მეორე პირი ქვეყნის და იყო ხელისუფლების ”ნოტარიუსი”. ახლა კი, როგორც თორთლაძე ამბობს, ბურჯანაძეს პასუხისმგებლობის მოხსნა სურს, რაც შეუძლებელია. სხვათა შორის, თორთლაძის გასაგონად უნდა ითქვას, რომ გიორგი თარგამაძის პარტია-ფრაქციასაც ისეთივე ”ნოტარიუსის” სტატუსი აქვს, როგორი იარლიყიც ერთ დროს ბურჯანაძეს ჰქონდა მიწებებული.

თორთლაძე რუსი გენერლების მხრიდან ნინო ბურჯანაძის რეიტინგით დაინტერესებაზე საუბრობს. მან დაუფარვად განაცხადა, რომ განუცხადა, ტყვეების გაცვლის პროცესში ”მთვრალი თუ ფხიზელი” გენერლები და მათ შორის ბორისოვი, მუდმივად სვამდნენ ერთი და იგივე კითხვას - თუ როგორი რეიტინგი ჰქონდა ბურჯანაძეს. თორთლაძეს უჭირს საუბარი თუ რა მიზანს ემსახურებოდა გენერლების ინტერესი, თუმცა ამბობს, რომ ”ეს რაღაცას ნიშნავს”.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ახვლედიანი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძისა და ”მემარჯვენეების” გაერთიანების კომენტირებისგან თავს იკავებს და დასძენს, რომ ეს მისი განსასჯელი არ არის.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, აპრიორია ის, რომ პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მუდმივი მტრები. შესაბამისად, დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველა მისი ოპოზიციონერი კოლეგის გადაწყვეტილებას, მოსაზრებას და წინადადებას პატივს სცემს.

სამთავრობო გუნდის წევრები ნეტარი სახით აკვირდებიან ოპოზიციურ გადაადგილებებს და სახეზე ერზე მოფიქრალი ადამიანების ტანჯული გამომეტყველება ჰქონდათ აღბეჭდილი.

აი, ერთი მაგალითიც: ”სახელისუფლო გუნდი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებით არის დაკავებული და არა ოპოზიციური ძალების გადაადგილებებით”, - სასაცილოა და ამის შესახებ მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომელიც ერთდროულად მუშაობდა შევარდნაძესთან, ჟვანიასთან, ბურჯანაძესთან, სააკაშვილთან და ა.შ.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკური პარტია თვითონ გეგმავს თავის მოქმედებას და გადაწყვეტილებებს, სახელისუფლებო გუნდისთვის კი მთავარი ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენაა. მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლების მთავრი ფუნქციაა გააკეთოს ყველაფერი, რათა ოკუპანტები გავიდნენ საქართველოდან და კონფლიქტის ზონებში ევროკავშირის სამშვიდობო მანდატი შეიცვალოს.

Просмотров: 802 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 1
17.09.2008
1. არტური [სტატია]
კარტველებო მეტის გირსები კარტ,რა ერიც ხარტ ის პრეზიდენტი გკავტ.ეტკობა მეტს არ იმსახურებტ რომ ლაჩარი და პსიკოპატი მტავრობა რომ გკავტ,20 ლარად გაკიდული ერი რა ერია.ხომ გაცკდა კარტველი რჩეული ვაჯკაცები,ჯერ სადახარტ ტკვენი მტავრობისგამ მეტს უნდა ელოდეტ.სირცხვილი ერის გამკიდველ მტავრობას

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz